შინაარსზე გადასვლა

იაკობ დუბსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაკობ დუბსი
შვეიც.-გერმ. Jakob Dubs
დაბადების თარიღი 26 ივლისი, 1822(1822-07-26)[1] [2]
დაბადების ადგილი Affoltern am Albis[1]
გარდაცვალების თარიღი 13 იანვარი, 1879(1879-01-13)[1] [2] (56 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლოზანა[1]
მოქალაქეობა  შვეიცარია[2]
განათლება ბერნის უნივერსიტეტი[2] , ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი[2] და ციურიხის უნივერსიტეტი[2]
სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი[2]
მეუღლე/ები Franziska Kämpfer და Paulina Heitz

იაკობ დუბსი (დ. 26 ივლისი, 1822 – გ. 13 იანვარი, 1879) — შვეიცარიელი პოლიტიკოსი და შვეიცარიის ფედერალური საბჭოს წევრი (1861–1872). გიუსტავ მუანიესთან და გიიომ-ანრი დუფურთან ერთად, მან 1866 წლის ივლისში დააარსა შვეიცარიის წითელი ჯვარი და იყო მისი პირველი პრეზიდენტი 1872 წლამდე.

იგი ფედერალურ საბჭოში 1861 წლის 30 ივლისს აირჩიეს და თანამდებობაზე იმყოფებოდა 1872 წლის 28 მაისამდე. იგი მიეკუთვნებოდა „ლიბერალურ ცენტრს“, რომელიც მოგვიანებით შვეიცარიის ლიბერალურ პარტიად ჩამოყალიბდა.

ცხოვრება და მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნისას იგი ხელმძღვანელობდა შემდეგ დეპარტამენტებს:

  • იუსტიციისა და პოლიციის დეპარტამენტი (1861–1863)
  • პოლიტიკური დეპარტამენტი (1864)
  • შინაგან საქმეთა დეპარტამენტი (1865)
  • იუსტიციისა და პოლიციის დეპარტამენტი (1866)
  • ფოსტის დეპარტამენტი (1867)
  • პოლიტიკური დეპარტამენტი (1868)
  • ფოსტის დეპარტამენტი (1869)
  • პოლიტიკური დეპარტამენტი (1870)
  • შინაგან საქმეთა დეპარტამენტი (1871–1872)

იგი სამჯერ იყო კონფედერაციის პრეზიდენტი: 1864, 1868 და 1870 წლებში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1 2 3 4 Deutsche Nationalbibliothek Record #116231696 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  2. 1 2 3 4 5 6 7 verschiedene Autoren Historische Lexikon der Schweiz, Dictionnaire historique de la Suisse, Dizionario storico della SvizzeraBern: 1998.