იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი — ქართველი საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი შიდა ქართლის მხარეში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში. დაარსდა 1958 წელს. 2010 წლის 1 იანვრისთვის ფონდში იყო 1500-ზე მეტი ექსპონატი. მათ შორის იაკობ გოგებაშვილის მემორიალური ნივთები (24 ერთეული), ფოტომასალა, დოკუმენტები, წარმოდგენილია აგრეთვე საბჭოთა პერიოდის ფერწერა, ქანდაკება, ჭედურობა, კერამიკა. თავმოყრილია მასალა ი. გოგებაშვილის სახელობის მედლისა და პრემიის ლაურეატებზე. სახლ-მუზეუმში ტარდება სამეცნიერო სესიები, ლექციები. მუზეუმი ყოველწლიურად უძღვება სახალხო დღესასწაულს „იაკობობას“. გამოცემულია სახლ-მუზეუმის მეგზური.
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს 2019 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია[1].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კოკაური ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 58-59.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს მთავრობის დადგენილება №254, 2019 წლის 29 მაისი, ქ. თბილისი, კულტურული მემკვიდრეობის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრის თაობაზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-06. ციტირების თარიღი: 2019-07-06.