იაკობ განდეგილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

იაკობ განდეგილიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 26 ნოემბერი, ახალი სტილით - 9 დეკემბერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღირსი იაკობ განდეგილი სირიაში მოღვაწეობდა V საუკუნეში. იგი სიჭაბუკეშივე განერიდა ამ სოფელს და ჯერ ღირსი ზევინის (ხს. 7 მარტს), შემდეგ კი - წმიდა მირონის (ხს. 14 თებერვალს) ხელმძღვანელობით დაეუფლა მოსაგრე ცხოვრების წესებს. მოძღვრის კურთხევით ნეტარი იაკობი პატარა ქოხში დაეყუდა, სადაც სრულ განმარტოებაში იღვაწა რამდენიმე წლის მანძილზე, შემდეგ კი უდაბურ და უნაყოფო მთაზე დასახლდა და ღია ცის ქვეშ დაიწყო ცხოვრება. წმინდანი მოთმინებით იტანდა ზაფხულის პაპანაქებას და ზამთრის სუსხს. ამ უჩვეულო ღვაწლს შემდგარი მოსაგრე გამუდმებით ლოცულობდა. მისი საზრდელი მხოლოდ წყალში ჩამბალი ქერი იყო. წმინდა მამა მთაზე ცხოვრებისას ატარებდა ბორკილებს, რომელიც ისეთი მოყვანილობის იყო, რომ მას აიძულებდა, გამუდმებით წელში მოხრილი ყოფილიყო. დიდ ღვაწლს შემდგარს ბოროტი სულები გააფთრებით ესხმოდნენ თავს, მაგრამ ნეტარი ახოვნად იგერიებდა მათ შემოტევებს. უფალმა სნეულთა კურნების, არაწმიდა სულების განსხმისა და მკვდართა აღდგინების ნიჭი მიმადლა თავის სათნომყოფელს. წმინდა იაკობმა მთელს აღმოსავლეთში გაითქვა სახელი. სულიერი და ხორციელი ტკივილებით შეჭირვებული ურიცხვი ხალხი მიდიოდა მასთან შემწეობის სათხოვნელად. მიიცვალა 457 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.