შინაარსზე გადასვლა

იაკობ ბოგდანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაკობ ბოგდანი
დაიბადა 6 მაისი, 1658(1658-05-06)[1]
დაბადების ადგილი პრეშოვი[2]
გარდაიცვალა 11 ნოემბერი, 1724(1724-11-11)[3] [1] (66 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი[2]
ფლამენგო და სხვა ფრინველები
პეიზაჟი ეგზოტიკური ფრინველებით და ორი ძაღლი

იაკობ ბოგდანი (უნგრ. Bogdany Jakab, სლოვაკ. Jakub Bogdan, დ. 6 მაისი, 1658, პრეშოვი — გ. 11 ნოემბერი, 1724, ლონდონი) — ინგლისელი მხატვარი უნგრული წარმოშობით, ცნობილია თავისი ნატურმორტებითა და ეგზოტიკური ფრინველების მხატვრობით.

იაკობ ბოგდანი დაიბადა ქალაქ ეპერში, უნგრეთის სამეფოს ჩრდილოეთ ნაწილში (ამჟამად პრეშოვი, სლოვაკეთი). 1684 წელს იგი გაემგზავრა ამსტერდამში,[4] სადაც ცხოვრობდა და მუშაობდა, მანამ სანამ 1688 წელს ლონდონში გადავიდოდა.

ამსტერდამში იაკობ ბოგდანმა გაიცნო უნგრელი კოლეგა, ტიპოგრაფი მიხლოშ ტოტფალუში კიში, რომელიც ასევე სწავლობდა ნიდერლანდებში.[5] ლონდონში იაკობ ბოგდანი გამოირჩეოდა როგორც ბუნებისმოყვარე და ცხოველების პორტრეტების სპეციალისტი, დედოფალ ანას (დიდი ბრიტანეტი) კარზე, ხოლო რამდენიმე მისი ნახატი გახდა დედოფლის კოლექციის ნაწილი. იაკობ ბოგდანს მნიშვნელოვანი მფარველი ჰყავდა — ადმირალი ჯორჯ ჩერჩილი, მარლბოროს ჰერცოგის ძმა. ვინძორის პარკში ჩერჩილის ცნობილი ფრინველთა გალია, შესაძლოა, ყოფილიყო ზოგიერთი მისი ნახატისთვის შთაგონების წყარო.[6]

იაკობ ბოგდანი დაქორწინდა ელისაბედ ჰემინგსზე, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა: უილიამი, რომელიც გამოჩენილი ბრიტანელი სახელმწიფო მოხელე გახდა, და ელისაბედი, რომელიც გათხოვდა მხატვარ ტობიას სტრანოვერზე. იაკობ ბოგდანის მხატვრობის სტილი ასევე გავლენას ახდენდა ფრინველთა მხატვარ მარმადუკ კრადოკზე.

ბოგდანი გარდაიცვალა ფინჩლში, ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში.

ბოგდანის ნახატებზე, რომლებზეც ფრინველები არიან გამოსახული, ხშირად წარმოდგენილია ეგზოტიკური სახეობები, როგორიცაა კაკადუ, არა (გვარი) და მაინა, რომლებიც, სავარაუდოდ, იმ დროს ევროპულ ზოოპარკებში იყვნენ შემოყვანილნი. იგი ამ ფრინველებს აკავშირებდა უფრო ცნობილ ევროპულ სახეობებთან, როგორიცაა დიდი წივწივა და ლურჯი ჩვეულებრივი წიწკანა, მწვანე კოდალა და ჩხიკვი. მისი ნახატები ხშირად გამორჩეული იყო ფრინველებით, რომლებსაც წითელი ფერის ბუმბული ჰქონდათ, მაგალითად, წითელი იბისი, ვეფხვისებრი ასტრილდი და წითელი კარდინალი.[7]

მისი პეიზაჟები, ძირითადად, სავსე იყო ფრინველებით, თუმცა გამონაკლისი იყო მის მიერ შექმნილი ცნობილი ნახატი „ორი ისლანდიური მტრედი“, რომელიც სავარაუდოდ XVII საუკუნის ბოლოს ან XVIII საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. ნახატზე ორი თეთრი სონღული იყო გამოსახული, და ამჟამად იგი დაცულია ნოტინგემის ციხესიმაგრის მუზეუმსა და მხატვრობის გალერეაში.

ერთ-ერთი მისი ნახატი გამოყენებული იყო ჯგუფის „Procol Harum“ 1974 წლის ალბომის „Exotic Birds and Fruit“ გარეკანზე.

მისი რამდენიმე ნახატი გამოფენილია ბუდაპეშტში, უნგრეთის ეროვნული გალერეის და მხატვრული ხელოვნების მუზეუმში.[8][9]

  • Fagan, Louis Alexander. Bogdani, James // Dictionary of National Biography (англ.). — London: Smith, Elder & Co, 1886. — Vol. 5. — P. 302.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 abART
  2. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #1074440609 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  3. ↑ Discogs — 2000.
  4. ↑ Jakob Bogdany in the RKD
  5. ↑ Bogdany Jakab დაარქივებული 2021-06-23 საიტზე Wayback Machine. on Artportal.hu
  6. ↑ Rafael Valls: Jakob Bogdani biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-06. ციტირების თარიღი: 2009-03-14
  7. ↑ Elphick, Jonathan (2004). Birds:The Art of Ornithology. London: Natural History Museum, გვ. 24. ISBN 1-902686-66-7. 
  8. ↑ Collection. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-10. ციტირების თარიღი: 2018-02-10
  9. ↑ Wullschlager, Jackie (2010-09-24). „Unknown treasures from a Budapest museum“. Financial Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-18. ციტირების თარიღი: 2024-03-24.