შინაარსზე გადასვლა

იაკობ ბერნული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაკობ ბერნული
გერმ. Jakob Bernoulli
დაბ. თარიღი 5 იანვარი, 1655(1655-01-05)[1] [2] ან 27 დეკემბერი, 1654(1654-12-27)
დაბ. ადგილი ბაზელი[3]
გარდ. თარიღი 16 აგვისტო, 1705(1705-08-16)[4] [2] [5] [6] (50 წლის)
გარდ. ადგილი ბაზელი[3]
დასაფლავებულია ბაზელის საკათედრო ტაძარი[7]
მოქალაქეობა  შვეიცარია
საქმიანობა მათემატიკოსი[8] , ფიზიკოსი, ექიმი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ბაზელის უნივერსიტეტი[2]
ალმა-მატერი ბაზელის უნივერსიტეტი[2] და ბაზელის უნივერსიტეტი[2]
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი[9]
მეუღლე Judith Stupanus
მამა Nicholas Bernoulli
დედა Margaretha Bernoulli
გავლენა მოახდინეს

იაკობ ბერნული (დ. 6 იანვარი, 1655, ბაზელი, შვეიცარია — გ. 16 აგვისტო, 1705, იქვე) —[შვეიცარიელი მათემატიკოსი. ალბათობის თეორიისა და მათემატიკური ანალიზის ერთ-ერთი ფუძემდებელი. იოჰან ბერნულის უფროსი ძმა, რომელთან ერთად ვარიაციების ანალიზური ტექნოლოგიის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. მან დაამტკიცა დიდ რიცხვთა კანონის განსაკუთრებული შემთხვევა - ბერნულის თეორემა. მათემატიკის პროფესორი ბაზელის უნივერსიტეტში (1687 წლიდან). პარიზის მეცნიერებათა აკადემიის (1699) და ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის (1702) უცხოელი წევრი.

იაკობი წარმატებული ფარმაცევტის, ნიკოლას ბერნულის ოჯახში დაიბადა. მამის თხოვნით, თავდაპირველად ბაზელის უნივერსიტეტში თეოლოგია შეისწავლა, თუმცა მათემატიკით დაინტერესდა, რომელსაც თავად სწავლობდა. უნივერსიტეტში ასევე დაეუფლა ხუთ ენას (ფრანგულს, იტალიურს, ინგლისურს, ლათინურს და ბერძნულს), ხოლო 1671 წელს ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი მიიღო.

1676 წლიდან 1680 წლამდე მთელ ევროპაში მოგზაურობდა. დეკარტის იდეების შესასწავლად საფრანგეთს ეწვია, შემდეგ კი იტალიას. ბაზელში დაბრუნების შემდეგ, გარკვეული პერიოდი კერძო რეპეტიტორად მუშაობდა.

1683 წელს მან ბაზელის უნივერსიტეტში ფიზიკის ლექციების კითხვა დაიწყო. 1687 წელს იგი აირჩიეს ბაზელის უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორად და იქ სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.

1699 წელს იაკობ ბერნული გახდა პარიზის მეცნიერებათა აკადემიის, ხოლო 1702 წელს - ბერლინის მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

მან ალბათობის თეორია შეისწავლა ჰიუგენსის წიგნიდან – „აზარტულ თამაშებში გამოთვლების შესახებ“, რომელშიც ჯერ კიდევ არ იყო ალბათობა განსაზღვრული და გააზრებული (ის ხელსაყრელი მოვლენების რაოდენობით იყო განმარტებული). იაკობმა ალბათობის თეორიაში თანამედროვე კონცეფციების მნიშვნელოვანი ნაწილი შემოიტანა და დიდ რიცხვთა კანონის პირველი ვერსია ჩამოაყალიბა. იაკობ ბერნულმა ამ სფეროში მონოგრაფია მოამზადა, მაგრამ მისი გამოქვეყნება ვეღარ მოასწრო. იგი ბერნულის გარდაცვალების შემდეგ, 1713 წელს, მისმა ძმისშვილმა - ნიკოლასმა გამოაქვეყნა სახელწოდებით „ვარაუდების ხელოვნება“ (Ars conjectandi). ეს არის მნიშვნელოვანი ტრაქტატი ალბათობის თეორიაზე, სტატისტიკასა და მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე, რომელიც XVII საუკუნის კომბინატორიკისა და ალბათობის თეორიის კულმინაციაა. ბერნულის განაწილება, კომბინატორიკაში მნიშვნელოვანი კონცეფცია, იაკობის სახელს ატარებს.

იაკობ ბერნულმა ასევე გამოაქვეყნა ნაშრომები არითმეტიკის, ალგებრის, გეომეტრიისა და ფიზიკის სხვადასხვა თემაზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. 3.0 3.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118509950 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  4. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  5. Encyclopædia Britannica
  6. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  7. Find a Grave — 1996.
  8. Národní autority České republiky
  9. Mathematics Genealogy Project — 1997.