იაკობ ბაკლანოვის ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაკობ ბაკლანოვის ძეგლი
რუს. Памятник Я. П. Бакланову
კოორდინატები 47°24′47″N 40°06′39″E / 47.413083° ჩ. გ. 40.110833° ა. გ. / 47.413083; 40.110833
მდებარეობა ნოვოჩერკასკი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი ნ. ნაბოკოვი
მასალა ბრინჯაო, გრანიტი
მიძღვნილია იაკობ ბაკლანოვი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101098000

იაკობ ბაკლანოვის ძეგლი (რუს. Памятник Я. П. Бакланову) — ძეგლი ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ძეგლი აღმართულია კავკასიის ომის მონაწილის, გენერალ იაკობ ბაკლანოვის პატივსაცემად. ძეგლის ავტორია არქიტექტორი და მოქანდაკე ნ. ნაბოკოვი. ძეგლი თავდაპირველად იდგა სანქტ-პეტერბურგში სმოლნის მონასტრის სასაფლაოზე გენერლის საფლავზე, მაგრამ 1909 წელს ცნობილი სარდლის დაბადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაწვიტეს ნეშტი გადაესვენებინათ დონის დედაქალაქში. 1911 წელს ნეშტის გადასვენებასთან ერთად, რომელიც დაკრძალეს ნოვოჩერკასკის საკათედრო ტაძარში, ასევე გადმოიტანეს მისი ძეგლიც და კვარცხლბეკის მცირე ცვლილებების შემდეგ დადგეს ერმაკის მოედანზე. ძეგლი მდებარეობს საკათედრო ტაძრის სამხრეთით[1]. ძეგლის საზეიმო გახსნა გაიმართა 1911 წლის 5 ოქტომბერს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1873 წელს, იაკობ ბაკლანოვის გარდაცვალების შემდეგ, ატამან მიხეილ ჩერტკოვის თხოვნით დაიწყო სახსრების მოძიება ძეგლის ასაგებად. 1875 წლისათვის სულ შეაგროვეს 2 314 რუბლი და 2 კაპიკი. ატამანმა ნიკოლაი კრასნოკუტსკიმ საქმის ორგანიზაებისათვის გამოყო ორი ოფიცერი. ბაკლანოვის ძეგლის ესკიზი საჯარო ნახვისათვის გამოფინეს ნოვოჩერკასკის თავადთა კრების დარბაზში.

პროექტი დაამტკიცა დონის ხელმძღვანელობამ და მისი შესრულება დაევალათ ქალაქის ოსტატებს. გრანიტის გაფორმებაზე მუშაობდა პეტერბურგელი ხელოსანი ეფიმოვი. ქანდაკების ბრინჯაოს ნაწილზე კი მუშაობდა ევროპაში ცნობილი მხატვარი ფელიქს შოპენი. 1877 წლისათვის ძეგლი მზად იყო.

შეგროვილი ფულის სიმწირის გამო თუჯის იარაღი და ჯაჭვებით დაკავშირებული ღობეები შეიცვალა გრანიტის ბურთებით. 1911 წელს ძეგლი გადაიტანეს ნოვოჩერკასკში[2]. 1995 წლის 4 ივნისს ნოვოჩერკასკის დაარსებიდან 190 წლისთავთან დაკავშირებით მოხდა ძეგლის რესტავრაცია. სარესტავრაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ა. ტარასენკო[3].

მემორიალური დაფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლის გრანიტის ფილაზე არის მემორიალური დაფა წარწერით[2].:

ვიკიციტატა
„დონის ძალების გენერალ-ლეიტანენატი იაკობ პეტრეს ძე ბაკლანოვი დაიბადა 1809 წელს, გარდაიცვალა 1873 წელს 18 ოქტომბერს.“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Памятник Якову Петровичу Бакланову. Novocherkassk.net. ციტირების თარიღი: 2017-01-06.
  2. 2.0 2.1 Городская скульптура. Rostov Region. ციტირების თარიღი: 2017-01-06.
  3. Памятник Я.П.Бакланову в г.Новочеркасске. Памятники Дона. ციტირების თარიღი: 2017-01-06.