შინაარსზე გადასვლა

იაირ ლაპიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაირ ლაპიდი
იაირ ლაპიდი
ისრაელის პრემიერ-მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 ივლისი, 2022
პრეზიდენტი  იცხაკ ჰერცოგი
წინამორბედინაფტალი ბენეტი

ეშ-ატიდის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 მაისი, 2012 – დღემდე

დაბადებული5 ნოემბერი, 1963 (1963-11-05) (61 წლის)
თელ-ავივი, ისრაელი
ეროვნებაებრაელი
პოლიტიკური პარტიაეშ-ატიდი
მამატომი ლაპიდი
დედაშულამიტ ლაპიდი
მეუღლელიჰი ლაპიდი
შვილები3

იაირ ლაპიდი (ებრ. יאיר לפיד; დ. 5 ნოემბერი, 1963, თელ-ავივი, ისრაელი) — ებრაელი ჟურნალისტი, მწერალი, დრამატურგი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე.  „ეშ-ატიდის“ პარტიის პირველი თავმჯდომარე და დამფუძნებელი, ფინანსთა მინისტრი 2013 წლის 15 მარტიდან 2014 წლის 2 დეკემბრამდე. ისრაელის პრემიერ-მინისტრი 2022 წლის 1 ივლისიდან.[1]

იაირ ლაპიდი დაიბადა თელ-ავივში, სერბეთში დაბადებული მწერლისა და უნგრული წარმოშობის ჟურნალისტის, იოსეფ (ტომი) ლაპიდის (დაბ. ტომისლავ ლამპელი) და მწერალ-დრამატურგის, შულამიტ ლაპიდის (დაბ. გილადი) ოჯახში. იაირ  ლაპიდმა ბავშვობა გაატარა თელ- ავივსა და ლონდონში.

კარიერის დასაწყისში მუშაობდა სამხედრო რეპორტიორად შეიარაღებული ძალების გაზეთ Bamahane- ში. 1988 წლიდან მუშაობდა ჟურნალისტად და მიმომხილველად, ისრაელის ორ უდიდეს გაზეთში, „ედიოტ აჰრონოტში“ და „მაარივში“.[2]

1989 წლიდან 2010 წლამდე ლაპიდმა დაწერა და გამოსცა სხვადასხვა ჟანრის რამდენიმე წიგნი. მისი პირველი ნაწარმოები იყო თრილერი.  ასევე მას ეკუთვნის ორი საბავშვო წიგნი, ორი რომანი და  გაზეთის სვეტების კრებული. არის პუბლიკაციებისა და წიგნების ავტორი. 2006 წელს ფართო გამოხმაურება მოჰყვა მისი პიესის მიხედვით დადგმულ  სპექტაკლს „შესაფერისი ასაკი სიყვარულისათვს“. გარდა ამისა, მან დაწერა სცენარი დრამატული სერიალისათვის War Room, რომელიც 2004 წელს Channel  2 არხის ეთერში გავიდა.

იაირ ლაპიდი -1980-იანი წლების დასაწყისი, როდესაც მუშაობდა ყოველკვირეული სამხედრო გაზეთის კორესპონდენტად.

იაირ ლაპიდი  დაკავებული იყო კრივით.  1991 და 1994 წლებში ბედი სცადა კინოში და ითამაშა ორ ებრაულ ფილმში . 1994 წლიდან მუშაობდა ტელეწამყვანად. [3]

იგი მეორედ არის დაქორწინებული ჟურნალისტსა და მწერალზე ლეაჰ ლაპიდზე, რომელსაც იგი სარეზერვო სამსახურის დროს შეხვდა ჯარის გაზეთ „ბამაჰანის“ რედაქციაში. ამ ქორწინებიდან მას ჰყავს ვაჟი და ქალიშვილი. ლაპიდს ასევე ჰყავს ვაჟი თამარ ფრიდმანთან პირველი ქორწინებიდან. განქორწინების შემდეგ, ლაპიდი საცხოვრებლად გადავიდა ლოს-ანჯელესში და მუშაობდა ჰოლივუდში არნონ მილჩენის კომპანიაში.[4][5][6]

იაირ ლაპიდის და, მიხალი, 1984 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

ლაპიდს არ აქვს ზოგადი განათლების დამადასტურებელი  სერთიფიკატი. 2011 წელს იგი დოქტორანტურაში მიიღეს ბარ-ილანის უნივერსიტეტში კულტუროლოგიის  კათედრაზე  წესის დარღვევით, ვინაიდან დოქტორანტურის ყველა კანდიდატს  მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი მოეთხოვება. ლაპიდმა, რომელმაც საშუალო სკოლის დასრულება ვერ შეძლო, უნივერსიტეტში ჩაირიცხა მიღწევებისათვის „ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის სფეროში“. მას შემდეგ, რაც ქნესეთის განათლების კომიტეტმა გამოძიება დაიწყო, უმაღლესი განათლების საბჭომ გააუქმა პროგრამა,  რომელზეც ბაკალავრის დიპლომის გარეშე მყოფ სტუდენტებს დოქტორანტურაში ჩაბარების უფლება მისცეს. აგორებული სკანდალის შემდეგ  ლაპიდი  იძულებული გახდა უარი ეთქვა სწავლის გაგრძელებაზე.

2013 წლის სექტემბერში ჟურნალ Forbes ებრაული გამოცემის მიხედვით,  ლაპიდის ქონება 22 მილიონ შეკელად შეფასდა.

პოლიტიკური საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იაირ ლაპიდის პორტრეტი (2011)

პოლიტიკური საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით 2012 წლის 8 იანვარს, იაირ ლაპიდმა განცხადება გააკეთა ITV-ის მეორე არხიდან წასვლის შესახებ . 2012 წლის 15 აპრილს ცნობილი გახდა იაირ ლაპიდის ახალი პოლიტიკური პარტიის სახელი: „Yesh Atid“ („არსებობს მომავალი“ ებრ.:  ‏יש עתיד) 29 აპრილს ლაპიდმა შეიტანა ოფიციალური განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ.

2013 წლის 22 იანვარს ქნესეთის არჩევნებში ლაპიდის პარტიამ მიიღო 19 ადგილი 120-კაციან პარლამენტში და შექმნა სიდიდით მეორე ფრაქცია. შედეგად, 15 მარტს ლაპიდმა მიიღო ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ბინიამინ ნეთანიაჰუს კოალიციურ მთავრობაში.[7][8]

2014 წლის 2 დეკემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ფინანსთა მინისტრი იაირ ლაპიდი და იუსტიციის მინისტრი ციპი ლივნი. [9]

2021 წლის 5 მაისს ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა მინისტრთა კაბინეტის ფორმირების მანდატი გადასცა „ეშ-ატიდის“ პარტიის ხელმძღვანელს, იაირ ლაპიდს.

2021 წლის 2 ივნისს ისრაელში ოპოზიციამ ხელი მოაწერა შეთანხმებას სამთავრობო კოალიციის შექმნის შესახებ. როტაციაში ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრი იქნება პარტია „იამინა“თავმჯდომარე ნაფთალი ბენეთი, ხოლო „ეშ-ატიდის“ პარტიის თავმჯდომარე იაირ ლაპიდი  გახდება ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი.[10]

  1. Estrin, Daniel. (20 June 2022) Israel's prime minister is stepping down, sparking a new round of elections. NPR. ციტირების თარიღი: 24 June 2022
  2. roni. "Yair Lapid". Retrieved 24 June 2018.
  3. "לא קצין, אבל ג'נטלמן" [Not an officer, but a gentleman] ებრ.). mako.co.il (in Hebrew). 9 January 2012.
  4. "Shulamit Lapid | Jewish Women's Archive". Jwa.org. 1 March 2009. Retrieved 31 March 2016.
  5. Harkov, Lahav (21 January 2013). "Labor targets undecided female voters via kids – Diplomacy & Politics – Jerusalem Post". Jpost.com. Retrieved 31 March 2016.
  6. Harkov, Lahav (21 January 2013). "Labor targets undecided female voters via kids – Diplomacy & Politics – Jerusalem Post". Jpost.com. Retrieved 31 March 2016.
  7. "Yair Lapid – For appealing to Israel's political center". Foreign Policy. Retrieved 24 June 2018.
  8. "Ex-TV anchor Yair Lapid named as Israeli finance minister". Reuters. 15 March 2013. Retrieved 15 March 2013.
  9. Ilan Ben Zion, (2 December 2014). Netanyahu fires Lapid, Livni from ministerial posts. The Times of Israel.
  10. "Lapid tells Rivlin: I have succeeded in forming coalition with Bennett". The Jerusalem Post | JPost.com. Retrieved 2 June 2021.