იაზღულემის ქედი
იერსახე
| იაზღულემის ქედი | |
|---|---|
| კოორდინატები: 38°30′36″ ჩ. გ. 72°21′15″ ა. გ. / 38.51000° ჩ. გ. 72.35417° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| უმაღლესი წერტილი | დამოუკიდებლობის პიკი |
| სიმაღლე | 6974 მ |
| სიგრძე | 170 კმ |
იაზღულემის ქედი (ტაჯ. Қаторкӯҳи Язғулом) — ქედი ტაჯიკეთში, პამირის დასავლეთ ნაწილში. განფენილია მთიანი ბადახშანის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, მდინარეებს იაზღულემსა და ბართანგს შორის. გადაჭიმულია დაახლოებით 170 კმ-ზე. საშუალო სიმაღლე შეადგენს 4500–6000 მ-ს. უმაღლესი წერტილია დამოუკიდებლობის პიკი (6974 მ). აგებულია ფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებითა და გრანიტებით. თხემზე მყინვარებია, რომელთა საერთო ფართობია დაახლოებით 630 კმ². ფერდობებზე გავრცელებულია ნახევარუდაბნოსა და მაღალმთის მეჩხერი მცენარეულობა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იაზღულემის ქედი — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)