შინაარსზე გადასვლა

იაზის ვაკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაზის ვაკე
კოორდინატები: 39°20′01″ ჩ. გ. 46°38′20″ ა. გ. / 39.33361° ჩ. გ. 46.63889° ა. გ. / 39.33361; 46.63889
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტერიტორიული ერთეული გუბადლის რაიონი
სიგრძე 30-35 კმ
ჰიდროგრაფია ვოროტანი, ჰაქერი
იაზის ვაკე — აზერბაიჯანი
იაზის ვაკე

იაზის ვაკე (აზერ. Yazı düzü) — ვაკე აზერბაიჯანში, გუბადლის რაიონში. მდებარეობს მდინარე ბაზარჩაისა და ჰაქერის შორის. სომხურ ოკუპაციამდე მხარეში გავრცელებული იყო მესაქონლეობა, ხორბლის, თამბაქოს და ყურძნის მოშენება.[1]

ვაკეზე მდებარეობს ჯავანშირის აკლდამა, რომელიც XIV საუკუნით თარიღდება.[2][3]

ვაკის სახელწოდება მომდინარეობს ძველი თურქული სიტყვა „yazı“-ის, რაც ნიშნავს მინდორს, ფართო დაბლობს და აზერბაიჯანული სიტყვა „düz“-ის კომბინაციიდან.[4]

იაზის ვაკეს, რომელიც არის ყარაბაღის პლატოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ბოლო, 450 მეტრამდე დაქანება გააჩნია, რაც შემდეგ ტალღოვანი ფორმის ვაკედ გადადის.[5] ვაკე სამკუთხა ფორმისაა. საერთო სიგრძე 30-35 კმ შეადგენს. წარმოიშვა ზედა პლიოცენის დროის ვულკანოგენურ-პროლუვიური ნალექებისგან. აქვს რბილი და თბილი კლიმატი, ყავისფერი მთა-ტყის ნიადაგებით. ვაკე ქსეროფიტური მცენარეებითაა დაფარული და გააჩნია სტეპური ლანდშაფტი. ყარაბაღის პირველ ომამდე აქ განვითარებული იყო მეცხოველეობა, მოჰყავდათ მარცვლეული, თამბაქო და ყურძენი.[4]

  1. Qubadlı rayonunun vandalizmə məruz qalmış abidələri az. Dini Qurumlarla İş üzrə Dövlət Komitəsi . დაარქივებულია ორიგინალიდან — January 16, 2022. ციტირების თარიღი: October 4, 2022.
  2. Qubadlının tarixi abidələrini və incəsənət xadimlərini birlikdə öyrənək az. nayora.org (December 27, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 26, 2022. ციტირების თარიღი: October 4, 2022.
  3. 1 2 იაზის ვაკე // Azərbaycan toponimlərinin ensiklopedik lüğəti, ტ. II cild, Bakı: Şərq-Qərb, 2007, ISBN 978-9952-34-156-0.
  4. Qubadlı rayonu az. biodiversity.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 4, 2022. ციტირების თარიღი: October 4, 2022.