შინაარსზე გადასვლა

იადვიგა შმიდტი-ჩერნიშევა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იადვიგა შმიდტი-ჩერნიშევა (დ. 8 სექტემბერი, 1889, ლონძი — გ. 25 აპრილი, 1940, ლენინგრადი) — რუსი მათემატიკოსი და ფიზიკოსი.

იადვიგა რიჩარდის ასული შმიდტი დაიბადა 1889 წლის 8 სექტემბერს, ლონძში. შმიდტმა დაწყებითი განათლება ვარშავაში მიიღო, ხოლო 1905 წელს მან სწავლა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე განაგრძო. 1911 წელს იადვიგამ დაამთავრა ეს ინსტიტუტი და მუშაობა პეტერბურგის ერთ-ერთ ძველ კერძო, ლ. ტაგანცევას ქალთა გიმნაზიაში დაიწყო. ამავე წელს იგი სტაჟირებას პარიზის უნივერსიტეტში გადიოდა. გიმნაზიაში მუშაობის პერიოდში შიდტი მეცნიერულ მუშაობასაც ეწეოდა. 1913 წელს იგი გაემგზავრა მანჩესტერის უნივერსიტეტის რეზერფორდის ლაბორატორიაში და აქვე მუშაობდა ერთი წლის განმავლობაში. ინგლისში ყოფნის დროს იადვიგამ მეგობრული კონტაქტები დაამყარა ერნესტ რეზერფორდთან, დარვინთან და მათ ოჯახებთან. ამ ფაქტს ადასტურებს მისთვის გამოგზავნილი რამდენიმე წერილი: ერნესტ რეზერფორდის ქალიშვისაგან (1913,1917) და დარვინის მეუღლისაგან (1935). 1923 წელს იადვიგ შმიდტი ცოლად გაჰყვა ცნობილ საბჭოთა ელექტრო-ფიზიკოსს, აკადემიკოსს ა. ჩერნიშევს. ამ პერიოდიდან იგი მოიხსენიება როგორც შმიდტი-ჩერნიშევა.

იადვიგ შმიდტი-ჩერნიშევა გარდაიცვალა 1940 წლის 25 აპრილს, 51 წლის ასაკში, ლენინგრადში.

იადვიგა შმიდტი-ჩერნიშევა იყო პირველი ქალი რუსეთში, რომელიც გაემგზავრა ინგლისში რათა მონაწილეობა მიეღო რადიოაქტიურობის შესახებ მეცნიერების განვითარებში. აღსანიშნავია, რომ იგი რეზერფორდის ლაბორატორიაში //გამა//-სხივებს სწავლობდა.

თავდაპირველად იადვიგა შმიდტი სწავლობდა -სხივების სხვადასხვა სახეობაში ენერგიის განაწილებას — მათი ხისტი და რბილი კომპონენტების „ხვედრით წონას“, აგრეთვე მათ გავლას სხვადასხვა გაზში (2, 2, 2, 2, ჰაერში და სხვა.). აღსანიშნავია შედეგი ფაქტი: ექსპერიმენტების წარმოებისას 2-ის ბალონის გაღების დროს კინაღამ დაიხრჩო და ძლივს გადაარშინეს რეზერფორდის ლაბორატორიის თანამშრომლებმა.

შემდგომ პერიოდში იადვიგა თანდათანობით გადადის γ-გამოსხივებისა და მისი შთანთქმის იონიზაციის უნარის გაზომვის მეთოდების შესწავლაზე. მან ამ დაკვირვებებით მნიშვნელოვანი ექსპერიმენტალური დასკვნა გაარეთა — შესწავლილ გაზებში გასული გამოსხივების იონიზაციის უნარი პროპორციულია ამ გაზებში მათი შთანთქმისა.

მანჩესტერში გამოკვლევების დასრულების შემდეგ შმიდტი სამშობლოში დაბრუნდა და მალევე გამოაქვეყნა მისი მეორე გამოკვლევა (1915). ამ ნაშრომში მისი კვლევის თემას წარმოადგენდა მეორადი გამოსხივება, რომელიც აღიგზნება სხვადასხვა მეტალში (რკინა, ნიკელი, სპილენძი, თუთია, ვერცხლი და კალა) რადიოაქტიური წყაროს დასხივებით. ამისათვსი მან ორიგინალური აპარატურა შექმნა. საწყისი წყაროს β-და γ-სხივების განცალკევებისათვის მან გამოიყენა არა შთანთქმულები, როგორც იმ პერიოდში იყო მიღებული, არამედ ძლიერი მაგნიტური ველი; აგრეთვე გამოიყენა იონიზაციური კამერის შემვსები — იოდური მეთილი. ამისგარდა შმიდტმა ჩაატარა ცდები მხოლოდ γ-სხივებით და დამაჯერებლად გამოთვალა ეფექტი, დაკავშირებული ზუსტად მეორად γ-გამოსხივებასთან, რომლებიც წარმოიქმნება გამოსაკვლევ ნივთიერებებში, β-ნაწილაკების ხარჯზე.

შემდგომ პერიოდში იგი მიწვეულ იყო ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტში ფიზიკა-მექანიკური ფაკულტეტის თანამშრომლად.

დაქორწინების შემდეგ იადვიგას იტერესები ელექტროტექნიკისაკენ გადაიხადა. მრავალი შრომა მან მეუღლესთან ერთად შეასრულა: „მძლავრი კათოდური რელეებისა და გამაძლიერებელი მილაკების კონსტრუირება და დამზადება“, „ეკვიპოტენციალური კათოდის შექმნის იდეის რეალიზაცია“.

აღსანიშნავია შმიდტის შემოქმედების კიდევ ერთი მხარე — იგი შესანიშნავი მთარგმნელი იყო. თავისუფლად ფლობდა ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, პოლონურ და რუსულ ენებს. იგი წარმატებით მუშაობდა საბჭოთა კავშირის საერთაშორისო ენერგეტიკულ გაერთიანებებში. უკანასკელად მან თარგმნა მაიკლ ფარადეის ნაშრომი „ექსპერიმენტალური გამოკვლევები ელექტრობაში“. ამ გამოცემისათვის მზადება 1940 წელს დასრულდა, თუმცა თვით წიგნი გამოიცა „მეცნიერების კლასიკოსების“ სერიით მხოლოდ 1947 წელს. იადვიგა ამ წიგნს ვერ მოესწრო.

იადვიგა შმიდტი-ჩერნიშევა გარდაიცვალა 1940 წლის 25 აპრილს, 51 წლის ასაკში, ლენინგრადში.

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 80-83, თბ., 1988.