შინაარსზე გადასვლა

იაბლუნკოვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
იაბლუნკოვი
Jablunkov

ქალაქის მოედანი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე მორავია-სილეზიის მხარე
კოორდინატები 49°34′36″ ჩ. გ. 18°45′53″ ა. გ. / 49.57667° ჩ. გ. 18.76472° ა. გ. / 49.57667; 18.76472
მმართველი ირჟი ჰამროზი
პირველი ხსენება 1435
ფართობი 10,39 კმ²
ცენტრის სიმაღლე 386 მ
მოსახლეობა 5 257[1] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 506 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 55
საფოსტო ინდექსი 739 91
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი jablunkov.cz
იაბლუნკოვი — ჩეხეთი
იაბლუნკოვი

იაბლუნკოვი (ჩეხ. Jablunkov) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის მორავია-სილეზიის მხარეში. ქალაქი ფრიდეკ-მისტეკის რაიონში მდებარეობს. ქალაქში მნიშვნელოვან უმცირესობას წარმოადგენენ პოლონელები, კერძოდ სილეზიელი გურალები. პოლონელები დღეს მოსახლეობის 16,4%-ს შეადგენენ.[2]

იაბლუნკოვი რაიონულ ცენტრ ფრიდეკ-მისტეკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 31 კილომეტრში მდებარეობს. ის ტეშინის სილეზიის ისტორიულ მხარეშია. იაბლუნკოვი ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე ქალაქია ჩეხეთში. ქალაქის მუნიციპალური ტერიტორია ძირითადად დაბლობზე მდებარეობს, აღმოსავლეთ ნაწილში კი სილეზიის ბესკიდების ქედია.

იაბლუნკოვი მდინარეების ოლზასა და ლომნას შესართავთანაა გაშენებული.

იაბლუნკოვი ისტორიულ წყაროებში პირველად 1435 წელსაა ნახსენები, ის 1447 წლის უნგრელთა შემოსევის დროს დაინგრა. შემდეგ ადგილობრივებს თავიდან მოუწიათ დასახლების მშენებლობა და უნგრელთა მიერ დანგრეულ ნაწილს „ძველი იაბლუნკოვი“ უწოდეს.[3][4]

XV - XVI საუკუნეებში იაბლუნკოვი განუწყვეტლივ ვითარდებოდა, 1596 წლის ცნობებით მას ჰყავდა საკუთარი მერი და თვითმმართველობა. ქალაქის განვითარება მისმა სავაჭრო გზაზე მდებარეობამ განაპირობა, ეს სავაჭრო გზა ხმელთაშუა ზღვიდან ბალტიის ზღვამდე ჰკვეთდა კონტინენტს ამ დროში.[3]

1848 წლის ავსტრიის იმპერიის რევოლუციის შემდეგ ქალაქი ავსტრიული სილეზიის ნაწილი გახდა. 1910 წლისთვის მოსახლეობის 84,4% პოლონურენოვანი იყო.[5]

1938 წლის მიუნხენის შეთანხმების შემდეგ ჩეხოსლოვაკიის ამ ტერიტორიაზე პოლონეთი შეიჭრა და დაიკავა, თუმცა სუდეტების ეს მიწები და მთელი ჩეხოსლოვაკია მალევე დაიპყრო ნაცისტურმა გერმანიამ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაბლუნკოვი კვლავ დაბრუნდა ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში.[6]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა ისტორიული მოედანია, სადაც არის 1655 წელს შექმნილი შადრევნი ღვთისმშობლის ქანდაკებით.

გამორჩეული კულტურული ძეგლია 1620 წელს აშენებული და მოგვიანებით ნეოგოთურ სტილში აღდგენილი რომის კათოლიკური ეკლესია. აგრეთვე 1928–1932 წლებში აშენებული წმინდა ელიზაბეტის ორდენის მონასტერი.[7]

ისტორიული შადრევანი
ქალაქის მერია

ისტორიული შენობაა იაბლუნკოვის სანატორიუმი, ის 1933–1935 წლებში აშენდა. სანატორიუმის გარშემო 1924 წელს დაარსდა დენდროლოგიური პარკი. მასში დღეს არსებული სახეობების უმეტესობა 1937 წელს დაემატა. 1938 წლისთვის დენდროლოგიურ პარკში უკვე ჰქონდათ მერქნიან მცენარეთა დაახლოებით ათას სახეობა, რომელთაგან 400 წიწვოვანი ხემცენარე იყო. დღეისთვის პარკში 500 სახეობის ხემცენარეა. დენდროლოგიურ პარკშია იან ტრჟისკას და ვინცენც მაკოვსკის მიერ შექმნილი სკულპტურები.[7]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ოსკარ ზავიშა (1878–1933), პოლონელი მღვდელი და კომპოზიტორი
  • რუდოლფ პაშეკი (1894–1969), პოლონელი მასწავლებელი და პოლიტიკოსი; იაბლუნკოვის მერი 1932–1938 წლებში
  • კაროლ პიეგზა (1899–1988), პოლონელი მწერალი და ფოლკლორისტი; აქ ცხოვრობდა და გარდაიცვალა
  • ოტო შნაიდი (1900–1974), ავსტრიელ-ისრაელელი ხელოვნებათმცოდნე და მწერალი
  • ირჟი დრაჰოში (დ. 1949), ფიზიკური ქიმიკოსი და პოლიტიკოსი

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  2. ↑ Population Census 2021: Population by selected ethnicity. Public database. Czech Statistical Office (2021-03-27).
  3. 1 2 Historie cs. Město Jablunkov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-11. ციტირების თარიღი: 2022-02-11
  4. ↑ Historie obce cs. Obec Návsí. ციტირების თარიღი: 2022-02-11
  5. ↑ Piątkowski, Kazimierz (1918). Stosunki narodowościowe w Księstwie Cieszyńskiem (pl). Cieszyn: Macierz Szkolna Księstwa Cieszyńskiego, გვ. 266, 284. 
  6. ↑ „Ustawa z dnia 27 października 1938 r. o podziale administracyjnym i tymczasowej organizacji administracji na obszarze Ziem Odzyskanych Śląska Cieszyńskiego“. Dziennik Ustaw Śląskich (პოლონური). Katowice. 18/1938, poz. 35. 1938-10-31. ციტირების თარიღი: 2014-07-01.
  7. 1 2 O městě cs. Město Jablunkov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-11. ციტირების თარიღი: 2022-02-11