იაბლანიცა
იერსახე
იაბლანიცა | |
---|---|
იაბლანიცა | |
კოორდინატები: 41°15′ ჩ. გ. 20°30′ ა. გ. / 41.250° ჩ. გ. 20.500° ა. გ. | |
ქვეყანა | მაკედონია ალბანეთი |
სიმაღლე | 2257 მ |
იაბლანიცა (ალბან. Jabllanica; მაკედ. Јабланица) — მთა მაკედონიასა და ალბანეთში; მდებარეობს ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარზე. დაახლოებით 50 კმ სიგრძის ქედის უმაღლესი მწევრვალია მთა ბლეკ-სტოუნი ზღვის დონიდან 2 257 მეტრზე. თითო ქვეყანა მთის 50%-ს ფლობს, დასავლეთით მაკედონიაა, აღმოსავლეთით ალბანეთი. ქედზე მდებარეობს ბევრი საკმაოდ ვრცელი ტბა. იაბლანიცის გვერდით მდებარეობს შებენიკის მთა; ორივე მათგანის ტერიტორიაზე შექმნილია შებენიკ-იაბლანიცის ეროვნული პარკი. უახლოესი ქალაქებია ლიბრაჟდი ალბანეთში და სტრუგა მაკედონიაში.
იაბლანიცის ქედი ერთ-ერთი უიშვიათესი ადგილია ბალკანეთში, სადაც გავრცელებულია ბალკანური ფოცხვერი, რომელთა საერთო რაოდენობა 100 ერთეულზე ნაკლებია.