თხინვალი (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თხინვალი.
სოფელი
თხინვალი
Gabashvili Palace and St George Church, Tkhinvali 1.jpg
გაბაშვილების სასახლე და წმ. გიორგის ეკლესია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თბილისი
კოორდინატები 41°44′39″ ჩ. გ. 44°41′23″ ა. გ. / 41.74417° ჩ. გ. 44.68972° ა. გ. / 41.74417; 44.68972
პირველი ხსენება XV საუკუნე
ადრეული სახელები თხილოვნა
ცენტრის სიმაღლე 770
მოსახლეობა 357[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (99%)[2]
თხინვალი (თბილისი) — საქართველო
თხინვალი (თბილისი)
თხინვალი (თბილისი) — თბილისი
თხინვალი (თბილისი)

თხინვალი — სოფელი თბილისში, თრიალეთის ქედზე, ლისის ტბის დასავლეთით. ზღვის დონიდან 770 მეტრ სიმაღლეზე, თბილისის რკინიგზის სადგურიდან 10 კმ.

2007 წლამდე სოფელი ექვემდებარებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის ლისის თემს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 357 კაცი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[3] 230 -- --
2002[2] Increase2.svg 303 139 164
2014[1] Increase2.svg 357 167 190

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი თხილოვნა წყაროებში პირველად იხსენიება XV საუკუნეში.

სოფლიდან 2 კილომეტრზე შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: გაბაშვილების სასახლის ნანგრევები და წმ. გიორგის ეკლესია (XVII-XVIII სს).[4]

სასახლე ნახევარწრიული ბურჯებით გამაგრებული აგურის ორსართულიანი შენობა იყო, ყოველ სართულს ისრული კამარით გადახურული თითო დარბაზი ჰქონდა. შენობაში შერწყმული იყო საცხოვრებელი სახლისა და გამაგრებული კოშკის ფუნქციები.

ეკლესია ნაშენია აგურით. მოგვიანებით იგი მეორე (გარეთა) კედლით გაუმაგრებიათ. გარედან მარტივია, შიგნით გვიანდელი ფეოდალური ხანის ქართული საერო ხუროთმოძღვრების გავლენა იგრძნობა (კედლის ღრმა ნიშების მწკრივი, ამოკაწრული დეკორატიული სახეები).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. ენციკლოპედია „თბილისი“, თბილისი, 2002 წ., გვ. 555.
  4. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]