ტყობა-ერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თხაბა-იერდი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Tkhaba-Erdy.jpeg

ტყობა-ერდი, თხაბა-იერდის ეკლესია (ინგუშ.: ТкъобIa–Ерды) — შუა საუკუნეების ქართული ტაძარი ინგუშეთში, ჯეირაჰ-ასინის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე. ნასოფლარ ხაირახიდან 200–300 მეტრის დაშორებით.

ძეგლი პირველად აღწერა რუსეთის არმიის კვარტერმეისტერმა შტედერმა 1871 წელს[1]. ნანგრევები მოიცავს ოთხ ძირითად სამშენებლო ფენას, რომელთაგან პირველი მე-9-10, ხოლო უკანასკნელი მე-15-16 საუკუნეებს განეკუთვნება. ტყობა-ერდი ერთ-ერთია იმ ტაძართაგან რომელიც ქართველმა მისიონერებმა ააგეს ვაინახურ ტომებში ქრისტიანობის გასამტკიცებლად. იგი თავდაპირველად სამეკლესიიანი ბაზილიკა იყო, ტიპური შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისთვის. გვიანდელ დეტალებში შეინიშნება აგრეთვე ადგილობრივი ხუროთმოძღვრული ტრადიციის კვალიც. შემორჩენილია რელიეფური გამოსახულებების, ორნამენტების და ქართული ასომთავრული წარწერების ფრაგმენტები.

ტაძარი შეტანილია რუსეთის ფედერალური მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხაში, თუმცა ჩეჩნეთის მეორე ომის დროიდან მახლობლად განლაგებული რუსეთის სამხედრო პოლიგონი და სამხედროთა უდიერი მოპყრობა ადგილობრივი სიძველეებისადმი დიდ საფრთხეს უქმნის ტყობა-ერდის, რის წინააღმდეგაც არაერთხელ გამოსულან ინგუში პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, თუმცა უშედეგოდ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ა. ქალდანი, „ქართული წარმომავლობის ქრისტიანული ძეგლები ინგუშეთში“, ძეგლის მეგობარი, №. 78, გვ. 15, თბ., 1987 წელი.
  • ლ. ხიმშიაშვილი, მ. ანთაძე, „ტყობა–ერდის სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები“, ძეგლის მეგობარი, №. 26, გვ. 65-75, თბ., 1971 წელი.
  • Хевсаков, Владимир Владимирович. Генезис религиозных воззрений ингушей: Дис. канд. ист. наук: 07.00.02. Владикавказ, 2004.
  • В. Миллер, „Археологические наблюдения в области Чеченцев“ (Мат. по археологии Кавказа), вып. 1, Москва, 1889 г., Т 12. ст. 8-24.
  • Д. Бакрадзе, (Мат. по археологии Кавказа), вып. 1, Москва, 1909 г., Т 12. ст. 25.
  • Г. К. Мартиросян, Нагорная Ингушетия (Изв. ингуш. научно-ислед. института краеведения, Владикавказ, 1928 г., ст. 46-48.
  • მ. ჯანაშვილი, „შესანიშნავი ნაშთი“, ივერია, 1895 წ., № 132.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Städer, „tagebuch einer reise die im jahr 1871 von der grenzfestung Mosdok nach dem innern Kaukasus und genommen worden“, st. Petersburg, 1797, გვ. 38-40“