აღმატებულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თქვენო აღმატებულება)
მისი აღატებულება საქართველოს პრეზიდენტი და მისი აღმატებულება ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი.

აღმატებულება[1][2] (თქვენო აღმატებულებავ, მისი აღმატებულება) — მიმართვის საპატიო ფორმა. გამოიყენება სუვერენული სახელმწიფოს პირველი პირებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციის პირველი პირების, მოქმედი ელჩებისა და არისტოკრატიის წარმომადგენლისთვის მიმართვისას. როგორც წესი, წოდების მიმღები მიმართვის ამ ფორმას ინარჩუნების სიცოცხლის ბოლომდე,[3] თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც წოდება მიბმულია პიროვნების მიერ დაკავებულ თანამდებობასთან.[4]

აღმატებულება მიმართვა, როგორც წესი, გამოიყენება სახელმწიფოს მეთაურთან, მთავრობის მეთაურთან, გუბერნატორთან, ელჩთან, ეპისკოპოსთან ან მსგავს პოზიციაზე მყოფ ადამიანთან მიმართებაში.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ელერდაშვილი ა., უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], I გამოც., თბ.: „ფანტაზია“, 2006.
  2. სასკოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი / ავტ.-შემდგ.: შუქია აფრიდონიძე, იამზე გაგუა, თამარ ვაშაკიძე და სხვ., თბ.: „მერიდიანი“, 2011.
  3. Forms of Address en-US (22 March 2017). ციტირების თარიღი: 9 June 2021
  4. Protocol - The Complete Handbook of Diplomatic, Official, and Social Usage (page 21), by Mary Jane McCaffree and Pauline Innes, published by Hepburn Books, Dallas, Texasდაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 2 იანვარი 2022., 1977, 1985, 1989, 1997 ISBN 0-941402-04-5
  5. Protocol and Liaison Service (24 August 2016). ციტირების თარიღი: 9 June 2021