თუღი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თუღი — ცხენის ძუა ან ტიბეტური ხარის — იაკის კუდი, თურქთა ძველი ტოტემური ემბლემა. მოოქროული სპილენძის ან ძვლის ბურთულით დაბოლოებულ ხის გრძელ ტარზე მიბმული ცხენის ძუა. თუღი ოსმალეთის სახელმწიფოს დიდ მოხელეთა უფლებამოსილებისა და სამხედრო წოდების ნიშანი იყო. ზოგჯერ თუღი თავსაბურებზეც ჰქონდათ დამაგრებული. თუღის სინონიმებია ბუნჩუკი, კუტასი, სურღუჯი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თუღი&oldid=2940138“-დან