შინაარსზე გადასვლა

თურღაის ფაუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ინდრიკოთერიუმი (რეკონსტრუქცია)

თურღაის ფაუნა, ინდრიკოთერიუმის ფაუნაოლიგოცენური ეპოქის, უპირატესად ხმელეთის ძუძუმწოვრების კომპლექსი ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე. სახელწოდება მომდინარეობს თურღაის ღარტაფისაგან, სადაც ალექსი ბორისიაკმა პირველად აღწერა ამ კომპლექსის ყველაზე დამახასიათებელი წარმომადგენელი გიგანტური მარტორქა — ინდრიკოთერიუმი.[1]

თურღაის ფაუნის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია ალაცეროპსი, ხალიკოთერიუმები (სქიზოთერიუმი), ღორისნაირნი (ენტელოდონი, ანთრაკოთერიუმები), არქაული ტრაგულიდები (ლოფიომერიქსი, პროდრემოთერიუმი) და სხვა. ფაუნის წარმომადგენლები ბინადრობდნენ როგორც გაშლილ ველებზე, ისე ტყეებისა და მდინარეთა დაჭაობებულ სანაპიროებზე.[1]

  1. 1.0 1.1 გაბუნია ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 28.