შინაარსზე გადასვლა

თურქული ეროვნული მოძრაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თურქული ეროვნული მოძრაობა

ეროვნული მოძრაობის გამოჩენილი წევრები სივასის კონგრესზე. მარცხნიდან მარჯვნივ: აჰმეთ მუზაფერი (ქილიჩი), რაუფ ბეი (ორბეი), ბექირ სამი (კუნდუხი), მუსტაფა ქემალი (ათათურქი), რუშენ ეშრეფი (იუნაიდინი), ჯემილ ჯაჰითი (თოიდემირი), ჯევათ აბასი (გიურერი).
ოპერაციის ჩატარების თარიღები 22 ივნისი, 1919 (1919-06-22)–29 ოქტომბერი, 1923 (1923-10-29)
ლიდერი მუსტაფა ქემალ ათათურქი
მოტივები წინააღმდეგობა ოსმალეთის იმპერიის დაყოფაზე
მოქმედების რეგიონ(ებ)ი ანატოლია, თრაკია
იდეოლოგია თურქული ნაციონალიზმი
ანტი-იმპერიალიზმი
მოკავშირეები რსფსრ-ის დროშა რუსეთი
უკრაინის სსრ-ის დროშა უკრაინის სსრ
აზერბაიჯანის სსრ–ის დროშა აზერბაიჯანის სსრ
ბუხარა
იტალიის დროშა იტალიის სამეფო[1]
საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის დროშა საფრანგეთი (1921-დან)[2][3][4]
მოწინააღმდეგეები

ანტანტა

ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველო

თურქული ეროვნული მოძრაობა (თურქ. Türk Ulusal Hareketi ან Millî Hareket), ასევე ცნობილია, როგორც ანატოლიის მოძრაობა (თურქ. Anadolu Hareketi), ნაციონალისტთა მოძრაობა (თურქ. Milliyetçi Hareket) და ქემალისტები (თურქ. Kemalîler, Kemalciler ან Kemalistler)[5][6] — თურქი რევოლუციონერების პოლიტიკური და სამხედრო მოძრაობა, რომელიც ხელი შეუწყო თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის შექმნასა და ჩამოყალიბებას, მას შემდეგ, რაც ოსმალეთის იმპერია დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში, მოხდა კონსტანტინოპოლის ოკუპაცია და მოკავშირეების მიერ ოსმალეთის იმპერიის მუდროსის ზავის პირობებით დანაწილება. თურქი რევოლუციონერები აჯანყდნენ ამ დანაწილებისა და სევრის ხელშეკრულების წინააღმდეგ, რომელსაც ოსმალეთის მთავრობამ 1920 წელს მოაწერა ხელი. რევოლუციონერთა უმეტესობა „ერთიანობისა და პროგრესის კომიტეტის“ ყოფილი წევრები იყვნენ.

იმპერიის დანაწილების დროს, თურქი რევოლუციონერების მიერ ამ მოძრაობის შექმნამ გამოიწვია თურქეთის დამოუკიდებლობის ომი, ანატოლიის მკვიდრი ერების ხოცვა-ჟლეტა, 1922 წლის 1 ნოემბერს ოსმალეთის სასულთნოს გაუქმება და საბოლოოდ 1923 წლის 29 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადება.[7] მოძრაობა, ანატოლიისა და რუმელიის ეროვნული უფლებების დაცვის ასოციაციის ფარგლებში წარმოიშვა, რომელმაც საბოლოოდ გამოაცხადა, რომ თურქი ხალხის მმართველობის ერთადერთი წყარო იქნებოდა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეა.[7]

მოძრაობა, 1919 წელს ანატოლიასა და თრაკიაში ჩატარებული შეთანხმებებისა და კონფერენციების მეშვეობით შეიქმნა. პროცესის მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით დამოუკიდებელი მოძრაობების გაერთიანება საერთო ხმის შესაქმნელად და ეს მუსტაფა ქემალ ათათურქმა შეძლო,[8] რადგან ის იყო მოძრაობის მთავარი წარმომადგენელი, საზოგადო მოღვაწე და სამხედრო ლიდერი.[7]

ამასიის შეთანხმება (ივნისი, 1919)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამასიის შეთანხმება, მრავალი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო პირველი მოწოდება ეროვნული მოძრაობისადმი ოკუპანტი ძალების წინააღმდეგ. ის ასევე შეიცავდა ეროვნულ დამოუკიდებლობაზე საუბარს. შეთანხმება შეიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • სამშობლოს ერთიანობა და ეროვნული დამოუკიდებლობა საფრთხეშია.
  • სტამბოლის მთავრობა ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს.
  • მხოლოდ ერის ძალისხმევისა და მონდომების წყალობით მიიღწევა ეროვნული დამოუკიდებლობა.
  • აუცილებელია შეიქმნას ეროვნული კომიტეტი, რომელიც თავისუფალი იქნება ყოველგვარი გარე გავლენისა და კონტროლისგან, რომელიც გადახედავს ეროვნულ სიტუაციას და გააცნობს მსოფლიოს ხალხის სამართლიანობის სურვილს.
  • გადაწყდა, რომ დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს ეროვნული კონგრესი სივასში, ყველაზე უსაფრთხო ადგილას ანატოლიაში.
  • თითოეული პროვინციიდან სამი წარმომადგენელი დაუყოვნებლივ უნდა გაიგზავნოს სივასის კონგრესზე.
  • ყველა შესაძლო შემთხვევისთვის მზადყოფნის მიზნით, ეს საკითხი ეროვნულ საიდუმლოდ უნდა დარჩეს.
  • 10 ივლისს გაიმართება აღმოსავლეთ პროვინციების კონგრესი. ერზურუმის კონგრესის დელეგაცია გაემგზავრება სივასში საერთო კრებაზე დასასწრებად.

ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს მუსტაფა ქემალ ათათურქმა, რაუფ ორბეიმ, ალი ფუატ ჯებესოიმ, რეფეტ ბელემ და მოგვიანებით, ქიაზიმ ყარაბექირმა ერზრუმში.

ერზურუმის კონგრესი (აგვისტო, 1919)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამერიკულ მანდატზე: 1919 წლის 1 აგვისტოს, კინგ-კრეინის კომისიამ სცადა კონსტანტინოპოლში (ოსმალეთის კონტროლის ქვეშ) დაინტერესებული მხარეების დიდ ჯგუფებთან დაკავშირება, რათა მათი პოზიციები გაეგო და პარიზის სამშვიდობო კონფერენციისთვის ეცნობებინა. ქიაზიმ ყარაბექირმა შეიტყო, რომ კონსტანტინოპოლში პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანებამ მიიღო მემორანდუმი და შესაბამისად, ერზურუმის კონგრესმა, რომელიც 23 ივლისიდან (1919 წლის 7 აგვისტომდე) სესიებს მართავდა, ამის საპასუხოდ იმავე დღეს (1 აგვისტო) გაუგზავნა მემორანდუმი ამერიკის პრეზიდენტ ვუდრო უილსონს. სავარაუდოდ, ამის მიზანი იყო ყველა სხვა მხარისთვის უილსონის 14 პუნქტის და იმ ფაქტის შეხსენება, რომ ნაციონალისტებმა ამის შესახებ იცოდნენ. ნაციონალისტების მიზნებს შორის იყო დაინტერესებული მხარეებისთვის მათი გადაწყვეტილების და განზრახვის დემონსტრირება, რომ ისინი არ შეეგუებოდნენ განურჩეველ პოლიტიკურ ზეწოლას. ის, რაც ერზურუმის კონგრესის დროს ნაციონალისტებისთვის ამერიკული მანდატის მიღების წინადადებით დაიწყო, მაშინვე დიდ კამპანიად იქცა. სივასის კონგრესის მოწვევის დროისთვის, არანაკლებ სამი არხი მუშაობდა ნაციონალისტური ლიდერების დარწმუნებაზე, რომ დაერწმუნებინათ ისინი, სულ მცირე, „განეხილათ“ ამერიკული მანდატი, თუ არა პირდაპირ მიეღოთ ამის სასარგებლოდ რეზოლუცია სივასის კონგრესზე.

სივასის კონგრესი (სექტემბერი, 1919)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძრაობის წევრები სივასის კონგრესის დროს, მარცხნიდან მარჯვნივ: რაუფ ორბეი, მუსტაფა ქემალ ათათურქი და აჰმეთ რიუსთემ ბილინსკი.

სივასის კონგრესი, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მოძრაობის თოთხმეტივე ლიდერი ერთი სახურავის ქვეშ გაერთიანდა და რომლებმაც შეადგინეს გეგმა 16-დან 29 ოქტომბერისთვის. ისინი შეთანხმდნენ, რომ პარლამენტი კონსტანტინოპოლში უნდა შეიკრიბოს, იმის მიუხედავაც კი, თუ ეს პარლამენტი ოკუპაციის პირობებში ვერ იფუნქციონირებდა. ეს იყო შესანიშნავი შანსი საფუძვლისა და ლეგიტიმურობის შესაქმნელად. მათ გადაწყვიტეს „წარმომადგენლობითი კომიტეტის“ ფორმალიზება, რომელიც განაწილებასა და განხორციელების ფუნქციას შეასრულებდა და რომელიც ადვილად შეიძლებოდა ახალ მთავრობად გადაქცეულიყო, თუ მოკავშირეები გადაწყვეტდნენ მთელი ოსმალეთის მმართველი სტრუქტურის დაშლას. მუსტაფა ქემალმა ამ პროგრამაში ორი კონცეფცია დაამკვიდრა: დამოუკიდებლობა და მთლიანობა. მან საფუძველი ჩაუყარა პირობებს, რომლებიც ამ ორგანიზაციას ლეგიტიმაციას მისცემდა და ოსმალეთის პარლამენტს ლეგიტიმაციას გამოუცხადებდა. ეს პირობები ასევე იყო ნახსენები ვილსონის წესებში.

მუსტაფა ქემალმა სივასში ეროვნული კონგრესი გახსნა, რომელშიც მთელი ერის დელეგატები მონაწილეობდნენ. ერზურუმის რეზოლუციები, ეროვნულ იდეად გადაიქცა და ორგანიზაციის სახელი შეიცვალა „ანატოლიისა და რუმელის პროვინციების უფლებებისა და ინტერესების დაცვის საზოგადოებად“. ერზურუმის რეზოლუციები კიდევ ერთხელ დადასტურდა მცირე დამატებებით, მათ შორის ახალი პუნქტებით, როგორიცაა მე-3 მუხლი, სადაც წერია, რომ დამოუკიდებელი საბერძნეთის ჩამოყალიბება აიდინის, მანისისა და ბალიქესირის ფრონტებზე მიუღებელია. სივასის კონგრესმა არსებითად განამტკიცა ერზურუმის კონგრესზე მიღებული პოზიცია. ეს ყველაფერი მიმდინარებდა, როდესაც კონსტანტინოპოლში ჰარბორდის კომისია ჩავიდა.[9]

დიდი ეროვნული ასამბლეა (აპრილი, 1920)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიგეგმა ანკარაში ახალი მთავრობისა და პარლამენტის ჩამოყალიბების გეგმა და სულთანს მისი უფლებამოსილების აღიარება მოეთხოვა. მოკავშირეთა მიერ ლაშქრობის წინ, ათათურქის მომხრეთა ნაწილი ანკარაში გადავიდა. მათ შორის იყვნენ ჰალიდე ედიფი, მისი მეუღლე ადნან ადივარი, ისმეთ ინენიუ, ათათურქის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეები ომის სამინისტროში და დეპუტატთა პალატის ბოლო პრეზიდენტი, ჯელალეთინ არიფი. ამ უკანასკნელის მიერ დედაქალაქის (სტამბოლის, იმ დროს) დატოვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ოსმალეთის უკანასკნელი წარმომადგენლობითი პარლამენტის კანონიერად არჩეული პრეზიდენტი აცხადებდა, რომ პარლამენტი უკანონოდ დაიშალა, კონსტიტუციის დარღვევით, რამაც ქემალს საშუალება მისცა, ანკარის რეჟიმისთვის სრული სამთავრობო ძალაუფლება მიეღო.

1920 წლის მარტში მან გამოაცხადა, რომ თურქი ერი ანკარაში საკუთარ პარლამენტს აარსებდა, დიდი ეროვნული ასამბლეის სახელით. ოსმალეთის პარლამენტის დაახლოებით 100 წევრმა შეძლო მოკავშირეთა დარბევისგან თავის დაღწევა და შეუერთდა ეროვნული წინააღმდეგობის ჯგუფის მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩეულ 190 დეპუტატს. 1920 წლის 23 აპრილს, ახალი ასამბლეა პირველად შეიკრიბა, რომლის პირველი პრეზიდენტი მუსტაფა ქემალი გახდა, ხოლო გენერალური შტაბის უფროსი ისმეთ ინენიუ კი, რომელიც იმ დროს ედირნეს წარმოადგენდა, მისი მოადგილე გახდა.

ამ მოძრაობის დაარსებისა და დამოუკიდებლობის ომში გამარჯვების შემდეგ, რევოლუციონერებმა 1922 წლის 1 ნოემბერს გააუქმეს ოსმალეთის სასულთნო და 1923 წლის 29 ოქტომბერს გამოაცხადეს თურქეთის რესპუბლიკა. მოძრაობამ გაწყვიტა სევრის ხელშეკრულება და დაიწყო მოლაპარაკება ლოზანის ხელშეკრულებაზე, რომელიც უნდა უზრუნველყო ეროვნული საზღვრების აღიარებას „Misak-ı Millî“-ის ფარგლებში („ეროვნული პაქტი“).

ეროვნული ძალები გაერთიანდნენ მუსტაფა ქემალ ათათურქის ხელმძღვანელობის და ანკარაში შექმნილი დიდი ეროვნული ასამბლეის მმართველობის ქვეშ, რომელიც აწარმოებდა თურქეთის დამოუკიდებლობის ომს. მოძრაობა მხარი დაუჭირა სხვა ადგილობრივი მოსახლეობის (ბერძნების, სომხების, ასურელების) ინტეგრაციის იდეას და თურქული ეროვნული სახელმწიფოს შექმნას და თანდათანობითი პოლიტიკური იდეოლოგია, რომელსაც ზოგადად უწოდებენ „ქემალიზმს“ ან „ათათურქიზმს“ (თურქ. Atatürkçülük). მისი ძირითადი პრინციპები ხაზს უსვამს რესპუბლიკას — მმართველობის ფორმას, რომელიც წარმოადგენს ამომრჩეველთა ძალაუფლებას, სეკულარულ მმართველობას (ლაიციზმს), ნაციონალიზმს, შერეულ ეკონომიკას ზოგიერთ სექტორში სახელმწიფო მონაწილეობით (სახელმწიფო სოციალიზმისგან განსხვავებით) და ეროვნულ მოდერნიზაციას.

თურქ რევოლუციონერებზე ძირითადად გავლენას ახდენდნენ იდეები, რომლებიც აყვავდნენ თანზიმათის პერიოდში. რევოლუციონერები არ უნდა აგვერიოს იმავე ეპოქის ახალგაზრდა თურქების მოძრაობასთან, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ოსმალეთის სახელმწიფოსთან და ოსმალიზმის იდეალებთან. თურქი რევოლუციონერები ნამდვილად არ წარმოადგენდნენ ჰომოგენურ (ერთგვაროვან) ჯგუფს, რადგან მათ განსხვავებული წარმოდგენები ჰქონდათ სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე. იყო დრო, როდესაც მათი უმეტესობა არ ურთიერთობდა ერთმანეთთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ხელმძღვანელობდნენ მთავარ სოციალურ და პოლიტიკურ ინსტიტუტებს. საერთო იდეა, რომელიც მათ აერთიანებდა, იყო სუვერენული ერის შექმნა.

  • Zürcher, Erik Jan (2021). „Contextualizing the ideology of the Turkish national resistance movement“. Middle Eastern Studies. 57 (2): 265–278. doi:10.1080/00263206.2020.1858061. S2CID 231741824.
  1. The Place of the Turkish Independence War in the American Press (1918–1923) by Bülent Bilmez: "...the occupation of western Turkey by the Greek armies under the control of the Allied Powers, the discord among them was evident and publicly known. As the Italians were against this occupation from the beginning, and started "secretly" helping the Kemalists, this conflict among the Allied Powers, and the Italian support for the Kemalists were reported regularly by the American press.
  2. Sforza, Diario, November 28, 1920, 61/ David Lloyd George, The Truth about the Peace Treaties, v. 2 (Gollancz, London: 1938), pp. 1348–1349 / Michael Smith, Ionian Vision: Greece in Asia Minor, 1919–1922, University of Michigan Press, 1999.
  3. Ζολώτα, Αναστασίου Π. (1995). Η Εθνική Τραγωδία (National Tragedy). Αθήνα, Πανεπιστήμιο Αθηνών, Τμήμα Πολιτικών (University of Athens) Επιστημών και Δημοσίας Διοικήσεως. σελίδες pp. 44–58
  4. «ΤΑ ΦΟΒΕΡΑ ΝΤΟΚΟΥΜΕΝΤΑ – ΣΑΓΓΑΡΙΟΣ ΕΠΟΠΟΙΪΑ ΚΑΙ ΚΑΤΑΡΕΥΣΗ ΣΤΗΝ ΜΙΚΡΑ ΑΣΙΑ», ΔΗΜ. ΦΩΤΙΑΔΗΣ, ΕΚΔ. ΦΥΤΡΑΚΗ, ΑΘΗΝΑ, 1974
  5. "1919’dan bugüne kurtuluşun anahtarı Kemalizm" (in Turkish)
  6. "Kemalizm"
  7. 1 2 3 Zürcher, Erik Jan (1993). Turkey: a modern history. London; New York: I.B. Tauris : [Distributed by St. Martin's Press]. ISBN 978-1-85043-614-0. 
  8. Atatürk and the Turkish Nation Source US Library of Congress
  9. Finkel, Caroline, Osman's Dream, (Basic Books, 2005), 57; "Istanbul was only adopted as the city's official name in 1930..".