თურქულენოვან სახელმწიფოთა საპარლამენტო ასამბლეა
| თურქულენოვან სახელმწიფოთა საპარლამენტო ასამბლეა (TURKPA) | |
|---|---|
|
| |
| აბრევიატურა | TURKPA |
| შეიქმნა | 2008 |
| ტიპი | საერთაშორისო ორგანიზაცია |
| ენა | აზერბაიჯანული ენა, თურქული ენა, ყაზახური ენა, ყირგიზული ენა, ინგლისური ენა |
| თავმჯდომარე | საჰიბა გაფაროვა |
| გენერალური მდივანი | მეჰმეთ სუეია ერი |
| თავმჯდომარე | Ogtay Asadov, Oral Muchamedschanow, Nurlan Nigmatulin, Asylbek Jêênbekov, Cemil Çiçek, Kabibulla Dzhakupov, Baktykozha Izmukhambetov, Dastan Djoumabekov, ბინალი ილდირიმი, Mustafa Şentop, საჰიბა გაფაროვა, Erlan Qoşanov, თალანთ მამითოვი, Nurlanbek Shakiev, Numan Kurtulmuş, Erlan Qoşanov, საჰიბა გაფაროვა, Mustafa Şentop, Nurlan Nigmatulin, Nurlan Nigmatulin, Ogtay Asadov და Ogtay Asadov |
| https://turkpa.org/ | |
თურქულენოვან სახელმწიფოთა საპარლამენტო ასამბლეა (TURKPA) — თურქულენოვანი ქვეყნების საპარლამენტო ასოციაციას, რომლის მიზანია სახელმწიფოთა შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარება, პოლიტიკური შეხედულებების ჰარმონიზაცია, ინფორმაციის გაცვლა, საერთო თურქული კულტურის პოპულარიზაცია, ეკონომიკური კავშირების გაფართოება, ერთობლივი პროექტების განხორციელება და თურქულენოვან სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსოფლიოში ექვსი დამოუკიდებელი თურქულენოვანი სახელმწიფო არსებობს: აზერბაიჯანი, თურქეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი. TURKPA-ს შექმნის იდეა პირველად ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა წამოაყენა თურქულენოვანი სახელმწიფოების მეთაურების მე-8 სამიტზე 2006 წლის ნოემბერში. 2008 წლის 21 ნოემბერს, სტამბოლში, პარლამენტის სპიკერების კონფერენციაზე აზერბაიჯანს, თურქეთს, ყაზახეთსა და ყირგიზეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას თურქული სახელმწიფოების საპარლამენტო ასამბლეის შექმნის შესახებ. პირველი პლენარული სხდომა 2009 წლის 29 სექტემბერს ბაქოში გაიმართა. 2011 წლის 27–28 აპრილს ასტანაში გამართულ მეორე პლენარულ სხდომაზე TURKPA-ს თავმჯდომარეობა აზერბაიჯანიდან ყაზახეთს გადაეცა და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭებინათ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების საპარლამენტო კავშირს.[2]
TURKPA-ს ოფიციალური ენებია აზერბაიჯანული, ყაზახური, ყირგიზული და თურქული, ხოლო დამატებით გამოიყენება ინგლისური. ახალი წევრების შეერთების შემთხვევაში ემატება იმ ქვეყნის სახელმწიფო ენაც.[3] ასამბლეა თანამშრომლობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, საპარლამენტთაშორისო კავშირთან, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
TURKPA-ს ოთხი კომისია აქვს, რომლებიც ფოკუსირებულია კულტურაზე, განათლებაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, კანონმდებლობასა და საერთაშორისო ურთიერთობებზე.
TURKPA უზრუნველყოფს თურქულენოვანი სახელმწიფოების სავაჭრო, საინვესტიციო და პოლიტიკურ თანამშრომლობას. ასამბლეა მონაწილეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში, როგორიცაა ნახშირწყალბადების მილსადენები, საავტომობილო და სარკინიგზო ქსელები, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის მხარდაჭერა. ასამბლეის დელეგაციები მონაწილეობდნენ თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმის დაკვირვებაში 2017 წელს. 2024 წლის ივნისში ბაქოში გამართულ მე-13 პლენარულ სხდომაზე TURKPA-მ მიიღო 10 სამოდელო კანონი, მათ შორის „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“, „შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე პერსონალის მომზადების შესახებ“, „თამბაქოს ნაწარმის გამოყენების შეზღუდვის შესახებ“, „სავაჭრო მისიების შესახებ“ და „მიმოქცევაში გამოშვებული პროდუქციის უსაფრთხოებისა და ხარისხის საფუძვლების შესახებ“.[4]
TURKPA-ს თავმჯდომარეობა ყოველწლიურად ინგლისური ენის ანბანური თანმიმდევრობით იცვლება.[5]
- ყაზახეთი (2011 წლის 28 აპრილიდან)
- თურქეთი (2023)
- აზერბაიჯანი (2024 წლის 6 ივნისიდან)[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Казахстан и Азербайджан намерены укреплять парламентское сотрудничество: Политика, 27 апреля 2011. ციტირების თარიღი: 2025-10-01
- ↑ Kazakhstan Today информационное агентство. ციტირების თარიღი: 2025-10-01
- ↑ Английский язык стал дополнительным официальным языком ТюркПА. ციტირების თარიღი: 2025-10-01
- ↑ „Принято 5 новых модельных законов ТЮРКПА“ (რუსული). ციტირების თარიღი: 2025-10-01.
- ↑ TÜRKPA Dönem Başkanlığı - TURKPA tr. ციტირების თარიღი: 2025-10-01
- ↑ „Председательство в ТЮРКПА перешло к Азербайджану“ (რუსული). ციტირების თარიღი: 2025-10-01.