1990 წლის თურქმენეთის საპრეზიდენტო არჩევნები — რიგით პირველი საპრეზიდენტო არჩევნები თურქმენეთში, რომელიც 1990 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა.[1] მასში მხოლოდ ერთი კანდიდატი, საფარმურატ ნიაზოვი მონაწილეობდა. მან ხმების 98,3% (1 716 278 ხმა) მიიღო და თურქმენეთის პირველი პრეზიდენტი გახდა. ამომრჩეველთა აქტივობამ 96,7% შეადგინა.[2]