თურქმენეთის კონსტიტუცია

თურქმენეთის კონსტიტუცია (თურქმ. Türkmenistanyň Konstitusiýasy) − თურქმენეთის უზენაესი კანონი. მიღებულ იქნა 1992 წლის 18 მაისს. კონსტიტუციის პრეამბულაში აქცენტი გაკეთებულია თურქმენების თვითგამორკვევაზე, კანონის უზენაესობასა და მოქალაქეთა უფლებებზე.
1992 წლის კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა 1995, 1999, 2003[1] და 2006 წლებში.[2] კონსტიტუციაში შესწორებები შევიდა 2008 წლის 26 სექტემბერს, რომლის საფუძველზეც გაუქმდა თურქმენეთის 2 500 წევრიანი სახალხო საბჭო (Halk Maslahaty), ხოლო თურქმენეთის მეჯლისის წევრთა რაოდენობა 65-დან 125 წევრამდე გაიზარდა.[3] ახალი შესწორებები 2016 წლის 14 სექტემბერს მიიღეს. სახელმწიფო დროშისა და კონსტიტუციის დღეა 18 მაისი.
თურქმენეთის სსრ-ის კონსტიტუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თურქმენეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში კონსტიტუცია სამჯერ: 1927, 1937 და 1978 წელს მიიღეს. თურქმენეთის თანამედროვე კონსტიტუცია 1992 წელს შევიდა ძალაში. კონსტიტუციაში ცვლილებები 2008 და 2016 წელს შეიტანეს.[4]
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სექცია 1
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2008 წლის კონსტიტუციის პირველი სექცია 17 მუხლს მოიცავს. პირველი მუხლის მიხედვით, თურქმენეთი სეკულარულ დემოკრატიული სახელმწიფო და საპრეზიდენტო რესპუბლიკაა. სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელი და განუყოფელია. მე-3 მუხლი ინდივიდუალურ უფლებებსა და ღირსებას სახელმწიფოს მიერ დაცულ ღირებულებად აცხადებს. მე-8 მუხლის მიხედვით, უცხოელი რეზიდენტები და მოქალაქეობის არმქონე პირები სარგებლობენ ისეთივე უფლებებით, როგორც თურქმენეთის მოქალაქეები, არსებული კანონებისა და საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად. კონკრეტულად ჩამოთვლილ უფლებებს შორისაა საკუთრების უფლება (მუხლი 9) და რელიგიის თავისუფლება (მუხლი 12).
კონსტიტუციის მე-4 მუხლი ადგენს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, მათ შორის, სასამართლოს დამოუკიდებლობას. მე-14 მუხლი თურქმენულ ენას ოფიციალურ ენას აცხადებს, ხოლო მე-17 მუხლის მიხედვით, ქვეყნის დედაქალაქია აშხაბადი.
სექცია 2
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონსტიტუციის მეორე სექციაში ხაზგასმულია ინდივიდთა და მოქალაქეთა უფლებები. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები მოიცავს: თანასწორობის უფლებას (მულიხ 19), გენდერული თანასწორობა (მუხლი 20), სასტიკი სასჯელისგან თავისუფლების (მუხლი 23), გადაადგილების თავისუფლება (მუხლი 26). სოციალური და ეკონომიკური უფლებები მოიცავს: შრომის უფლებას (მუხლი 33), დასვენების უფლებას (მუხლი 34), განათლების უფლებას (მუხლი 38). სხვა სოციალურ უფლებებს შორისაა: ჯანდაცვის უფლება, საპენსიო ასაკის ადამიანთა პენსიის უფლება, სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის შეღავათების უფლება (მუხლი 35). 2008 წლის კონსტიტუციაში დამატებული ახალი მუხლი (მუხლი 36) ადგენს გარემოსდაცვითი ხარისხის უფლებას და სახელმწიფოს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებასა და გარემოს დაცვას ავალდებულებს.
სექცია 3
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კონსტიტუციის მე-3 სექციაში თურქმენეთის მმართველობის ორგანოებია აღწერილი. სახელმწიფო ხელისუფლება დანაწილებულია პრეზიდენტს, მეჯლისს (პარლამენტი ან ასამბლეა), მინისტრთა კაბინეტსა და თურქმენეთის უზენაეს სასამართლოს შორის. 1992 წლის კონსტიტუციის მიხედვით განსაზღვრული თურქმენეთის სახალხო საბჭო 2008 წლის შესწორებების საფუძველზე გაუქმდა.
2008 წლის კონსტიტუციის 55-58-ე მუხლები აღწერს თურქმენეთის პრეზიდენტის ძალაუფლებას. პრეზიდენტი არის ქვეყნისა და მთავრობის მეთაური (მუხლი 50). პრეზიდენტი წარმოადგენს თურქმენეთს საგარეო ურთიერთობებში და არის ქვეყნის მთავარსარდალი (მუხლი 53).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1992 Constitution of Turkmenistan დაარქივებული 2015-04-14 საიტზე Wayback Machine. (as of 1997), unofficial English translation, University of Texas at Arlington, URL accessed 27 December 2006.
- Hukuk maglumatlar merkezi | Adalat ministrligi.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ОПУБЛИКОВАНА КОНСТИТУЦИЯ ТУРКМЕНИСТАНА С УЧЕТОМ ВНЕСЕННЫХ В НЕЕ ИЗМЕНЕНИЙ И ДОПОЛНЕНИЙ. ციტირების თარიღი: 23 February 2019
- ↑ КОНСТИТУЦИОННЫЙ ЗАКОН ТУРКМЕНИСТАНА. ციტირების თარიღი: 23 February 2019
- ↑ World Bulletin [ Turkmenistan adopts investor-friendly constitution ]. ციტირების თარიღი: 2008-09-26
- ↑ Johnson, Constance. (20 September 2016) Turkmenistan: Amended Constitution Lengthens Terms of Presidents - Global Legal Monitor. ციტირების თარიღი: 23 February 2019