თურქესტან-ციმბირის მაგისტრალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თურქესტა-ციმბირის მაგისტრალი ყაზახეთის სტეპში.

თურქესტან-ციმბირის მაგისტრალი — რკინიგზის ხაზი, შენდებოდა 1926-1931 წლებში. ერთმანეთთან დააკავშირა შუა აზია და ციმბირი. მაგისტრლის მშენებლობა პირველი ხუთწლედის ერთ-ერთი უმთავრესი სამშენებლო პროექტი იყო.

აღნიშნული მაგისტრალის აშენების იდეა ჯერ კიდევ 1886 წელს გაჩნდა. 1896 წლის 15 ოქტომბერს ალმა-ათის საქალაქო დუმამ შექმნა კომისია, რომელიც დაადგენდა პროექტის სარგებლიანობას. კომისიამ პროექტის მიზანშეწონილობა დაადასტურა. მათი აზრით აღნიშნული პროექტი გააძლიერებდა რუსეთის ყოფას ჩინეთის საზღვართან. გარდა ამისა გააადვილებდა ბამბის ექსპორტს ციმბირში და ხორბლის იმპორტს.

მაგისტრალის მშენებლობა დაიწყო 1926 წელს და დასრულდა 1931 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]