თურქეთის სახელწოდება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თურქეთის თანამედროვე სახელწოდება, რომელიც გამოიყენება თურქეთის რესპუბლიკის მიმართ, ისტორიულად წარმოშობილია (ძველი ფრანგულიდან Turquie) შუა საუკუნეების ლათინური Turchia-დან/Turquia-დან, ასევე შუა საუკუნეების ბერძნულიდან Τουρκία. პირველად ეს სახელწოდება შუა ინგლისურ ენაზეა ჩაწერილი (როგორც Turkye, Torke, მოგვიანებით Turkie, Turky), რომელიც დაახლოებით 1369 წელს ჯეფრი ჩოსერიმ ჩაწერა.[1][2] აგრეთვე, ოსმალეთის იმპერია თურქეთის ან თურქეთის იმპერიის სახელითაა ცნობილი.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თურქეთის სახელწოდება (თურქ. Türkiye) ნიშნავს „თურქების მიწას“. საშუალო ინგლისურ ენაში Turkye-ის გამოყენება დასტურდება ჩოჩერის ადრეულ ნაწარმოებებში, რომელსაც ეწოდება „ჰერცოგის მეუღლის წიგნი“ (დაახ. 1369). ფრაზა land of Torke (თურქების მიწა) გამოიყენება XV საუკუნის წიგნში „დიგბის გარდაქმნა წმინდა პავლეში“. მოგვიანებით თურქეთის სახელწოდება ჩნდება უილიამ დანბარის ლექსებში, XVI საუკუნის Manipulus Vocabulorum („Turkie, Tartaria“) და ფრენსის ბეკონის „Sylva Sylvarum“-ში (Turky). თანამედროვე ორთოგრაფიული სახელწოდება „თურქეთი“, სულ მცირე 1719 წლით თარიღდება.[3]

ოფიციალური სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წლის 29 ოქტომბერს, ქვეყნის რესპუბლიკად გამოცხადებით, თურქეთმა ოფიციალურ სახელწოდებათ მიიღო Türkiye Cumhuriyeti, რაც ქართულად არის — თურქეთის რესპუბლიკა.

თურქული წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინ „თურქი“-ს (Türk) ან „თურუქი“-ს (Türük), პირველი ჩანაწერი გვხდება შუა აზიის გიოქთურქების უძველეს თურქულ ენაზე (დაახ. 735 წელი).[4] თურქების თვითაღნიშვნა თურქებად, გამომდინარეობს VI საუკუნის დათარიღებული გიოქთურქებიდან. 585 წელს იშბარა ყაენის მიერ იმპერატორ ვენისთვის მიწერილ წერილში, ის თავისთავს უწოდებს „თურქების დიდ ყაენათ“.[5]

ჩინური წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგივე სახელის ადრეული ფორმა გვხდება ჩინურ წყაროებში, კერძოდ „ტიე-ლე“ (鐵勒) ან „ტუ-ჯუე“ (突厥) სახელით, რომლითაც ჯერ ძვ. წ. 177 წელს მოიხსენიებდნენ ცენტრალური აზიის, ალთაის მთების სამხრეთით მცხოვრებ ხალხს.[1]

ბერძნული და ლათინური წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერძნული საზელწოდება „თურქია“-ს (თურქ. Τουρκία) იყენებდა ბიზანტიის იმპერატორი და მეცნიერი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი თავის წიგნში „იმპერიის მართვის შესახებ“ (Πρὸς τὸν ἴδιον υἱὸν Ρωμανόν),[6][7] თუმცა, სახელწოდებას „თურქები“ ყოველთვის უნგრელების აღსაწერად იყენებდა.[8] ანალოგიურად, შუა საუკუნეების ხაზართა იმპერია, თურქული სახელმწიფო რომელიც მდებარეობდა შავი და კასპიის ზღვების ჩრდილოეთ სანაპიროებზე, მოიხსენიებოდა „თურქია“-დ (თურქების მიწა) ბიზანტიურ წყაროებში.[9] თუმცა, მოგვიანებით ბიზანტიელები ამ სახელით აღნიშნავდნენ სელჩუკთა მიერ კონტროლირებად ანატოლიის ნაწილს, რომელიც მანასკერტის ბრძოლის (1071) შემდეგ, საუკუნეების მანძილზე სელჩუკებს ეკავა. შუა საუკუნეების ბერძნულ და ლათინურ არ აღნიშნავდნენ აღნიშნული სახელწოდებით იგივე გეოგრაფიული არეალს, რომელიც ახლა თურქეთის სახელითაა ცნობილი. ამის ნაცვლად, ტერმინი ძირითადად თართარების სინონიმად იყო, მათ შორის ხაზართა და ცენტრალური აზიის სტეპის სხვა ხალხთა სინონიმად, სანამ სელჩუკები გამოჩნდებოდნენ და XIV საუკუნეში ოსმალეთის იმპერია წარმოიშობდა, რაც თურქულ გაფართოების პროგრესი იყო.

სპარსული წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამის საპირისპიროდ, სპარსული წარმოება ტერმინ „თურქესტანის“, ძირითადად აღწერს ცენტრალურ აზიას. სახელი მომდინარეობს თურქების თვინმაიდენცირებელი სიტყვიდან Türk, რადგან თურქესტანი სპარსული სიტყვაა და ნიშნავს „თურქების საცხოვრებლა ადგლს“. თანამედროვე სპარსული სიტყვა ترکیه არაბული ნისბა სუფიქსით გამოიყენება. თურქეთის სახელი თურქულ ენაზე Türkiye, ასევე შეიცავს ნისბა სუფიქსს.

არაბული წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბული თურქიას (تركيا) მონათესავე ტერმინი დევლათი ალ-თურქია (თურქეთის სახელმწიფო) ისტორიულად გამოიყენებოდა შუასაუკუნეების მამლუქების სასულთნოსთვის, რომელიც ეგვიპტის, პალესტინის, სირიის, ჰიჯაზისა და კირენაიკას აერთიანებდა.

სხვა ენებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლანდიური სიტყვა Tyrkland და უნგრული სიტყვა Törökország, ანუ „თურქების მიწა“, იყენებს წარმოშობის მშობლიურ ფორმას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ჰარფერ, დუგლასი. Turk. ეტიმოლოგიის ონლაინ ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 2006-12-07.
  2. American Heritage Dictionary. (2000) The American Heritage Dictionary of the English Language: Fourth Edition - "Turk". bartleby.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-22. ციტირების თარიღი: 2006-12-07.
  3. Turkey (მე-3 რედ.), Oxford University Press, სექტემბერი 2005, https://oed.com/search?searchType=dictionary&q=Turkey (გამოწერას ან გაერთიანებული სამეფოს საჯარო ბიბლიოთეკის წევრობას საჭიროებს.)
  4. Scharlipp, Wolfgang (2000). An Introduction to the Old Turkish Runic Inscriptions. Verlag auf dem Ruffel., Engelschoff. ISBN 3-933847-00-1, 9783933847003.
  5. 卷099 列傳第八十七突厥鐵勒- 新亞研究所- 典籍資料庫
  6. Jenkins, Romilly James Heald (1967). De Administrando Imperio by Constantine VII Porphyrogenitus, New, revised, Corpus fontium historiae Byzantinae, Washington, D.C.: Dumbarton Oaks Center for Byzantine Studies, გვ. 65. ISBN 0-88402-021-5. ციტირების თარიღი: 28 August 2013.  According to Constantine Porphyrogenitus, writing in his De Administrando Imperio (ca. 950 AD) "Patzinakia, the Pecheneg realm, stretches west as far as the Siret River (or even the Eastern Carpathian Mountains), and is four days distant from Tourkia (i.e. Hungary)."
  7. (1999) Byzanz und Ostmitteleuropa 950-1453: Beiträge zu einer table-ronde des XIX. International Congress of Byzantine Studies, Copenhagen 1996. Otto Harrassowitz Verlag, გვ. 46. ISBN 978-3-447-04146-1. ციტირების თარიღი: 9 February 2013. 
  8. Henry Hoyle Howorth (2008). History of the Mongols from the 9th to the 19th Century: The So-called Tartars of Russia and Central Asia. Cosimo, Inc., გვ. 3. ISBN 978-1-60520-134-4. ციტირების თარიღი: 15 June 2013. 
  9. იოზთურქი, იოზჰანი. (2011)Pontus: Antik Çağ'dan Günümüze Karadeniz'in Etnik ve Siyasi Tarihi. Genesis Yayınları. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-15. ციტატა: „... Greek term Tourkoi first used for the Khazars in 568 AD. In addition in "De Administrando Imperio" Hungarians call Tourkoi too once known as Sabiroi ...“