შინაარსზე გადასვლა

თურქეთის სახელმწიფო სასაფლაო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თურქეთის სახელმწიფო სასაფლაო
თურქ. Devlet Mezarlığı
39°56′13″ ჩ. გ. 32°48′26″ ა. გ. / 39.93694° ჩ. გ. 32.80722° ა. გ. / 39.93694; 32.80722
დაარსდა 30 აგვისტო, 1988 წელი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
მდებარეობა Yenimahalle ilçesi
ოფიციალური საიტი http://www.msb.gov.tr/
Map

თურქეთის სახელმწიფო სასაფლაო (თურქ. Devlet Mezarlığı) —ეროვნული და სამხედრო სასაფლაო ანკარაში, თურქეთში, რომელიც შეიცავს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტებისა და მუსტაფა ქემალ ათათურქის, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მაღალი რანგის ახლო სამხედრო თანამშრომლების საფლავებს თურქეთის დამოუკიდებლობის ომიდან.

სასაფლაო დაფუძნდა 1981 წლის 10 ნოემბერს. იგი მდებარეობს „ქარადენიზ ჰავუზუს“ (შავი ზღვის ტბა) გარშემო, ისტორიული „ათათურქ ორმან ჩიფთლიჟის“ (ათათურკის სატყეო ფერმა) ტერიტორიაზე ანკარაში. არქიტექტორი ოზგურ ეჯევითი და აგრონომი ეკრემ გურენლი, რომელმაც მოიგო სახელმწიფო თავდაცვის სამინისტროს მიერ 1982 წელს ორგანიზებული კონკურსი, იყვნენ სახელმწიფო სასაფლაოს დამპროექტებლები.

იგი გაიხსნა 1988 წლის 30 აგვისტოს, სახელმწიფო დაკრძალვის ცერემონიით ორი პრეზიდენტის — ჯემალ გიურსელისა და ჯევდეთ სუნაის, და დამოუკიდებლობის ომის 61 კომანდირის სხეულებისთვის. გახსნის ცერემონიაზე იყვნენ პრეზიდენტი ქენან ევრენი, პრემიერ-მინისტრი თურგუთ ოზალი, პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ლიდერები ერდალ ინონიუ (SHP) და სულეიმან დემირელი (DYP), ასევე პრეზიდენტის კაბინეტის წევრები.[1]

სასაფლაო ადმინისტრირებულია სახელმწიფო თავდაცვის სამინისტროს მიერ.

ეს არის მემორიალური პარკი, რომლის ფართობია 536,000 მ², რომელიც ღიაა საზოგადოებისთვის, საიდანაც 180,000 მ² დაგეგმილია და დანარჩენი მწვანე ფართობია. შავი ზღვის ტბა, რომელიც შიქმნა 1931 წელს ათათურქის ბრძანებით, აღდგა სახელმწიფო სასაფლაოს შექმნის დროს. ტბის გარშემო არსებული ტერიტორია დღეს ხელმისაწვდომი რეკრეაციული პარკის სახით მოქმედებს.

მარმარილოს ქანდაკებებით გამშემორტყმული გზა სასაფლაოთის შიგნით, სახელწოდებით "კუმხურიეთ თარიჰი იოლი" (რესპუბლიკის ისტორიის გზა), ეძღვნება ერის აღორძინების ეპოქის ეტაპებს. ხელოვნების ნიმუშების ეს კოლექცია თურქეთში პირველ მასშტაბურ ქანდაკებებს წარმოადგენს. გზა იწყება ქანდაკებით, რომელიც სიმბოლიზირებულია დამოუკიდებლობის ომის დაწყებასთან ათათურქის დაშვებით სამსუნში 1919 წლის 19 მაისს. მოჰყვება ქანდაკებები, რომლებიც ერზურუმსა და სივასში გამართულ კონგრესებს და ანკარაში ახალი პარლამენტის დაარსებას ეძღვნება. ომების განყოფილებაში წყალში დგას 5 სვეტი, რომლებზეც ათათურქის „ბუიუკ სოილევის“ (დიდი სიტყვის) წარწერებია ამოტვიფრული. ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის აღმართული ქანდაკება ამ მონაკვეთს ასრულებს. ამ მონაკვეთზე გზის ორივე მხარეს არსებული რელიეფები აღწერს რეგულარული შეიარაღებული ძალების დაარსებას, პირველ და მეორე ინენუს ბრძოლებს, საქარიას ბრძოლას და დუმლუფინარის ბრძოლას. ბოლო ხელოვნების ნიმუში არის ერთი აბსტრაქტული ქანდაკება, რომელიც სიმბოლიზირებულია რესპუბლიკის მიერ ქალიფატის თანამდებობის გაუქმებასთან. ნამუშევრები შექმნა თურქი მოქანდაკეების გუნდმა, ცნობილი მხატვრის, რაჰმი აქსუნგურის ხელმძღვანელობით.

სასაფლაოს ესაზღვრება დაკრძალვის ცერემონიის ადგილი, რომელსაც ორივე მხარეს ორი ქანდაკება ამშვენებს, რომლებიც დამოუკიდებლობის ომის სცენებს ასახავს. საცერემონიო ადგილის ბოლოს მდებარეობს ოქტაგონური ფორმის თურქული ნაგებობა იურტა, რომელსაც „სიმგე“ (სიმბოლო) ეწოდება და რომელიც კაშკაშა სინათლის, სიცხისა და ნალექისგან თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს. „სიმგეს“ ქვეშ მდებარე კედელზე დაკრძალულთა სახელებია ამოტვიფრული და დაუმთავრებელს ჰგავს. თურქეთის ყოველი ახალი პრეზიდენტისთვის, რესპუბლიკის უწყვეტობის გამოსახატავად, ამ მემორიალურ კედელზე ერთი ქვა ემატება. პრეზიდენტების სასაფლაოზე 25 მეტრის სიმაღლის დროშის ბოძია აღმართული, რაც რესპუბლიკის განვითარების სიმბოლოა.

სახელმწიფო სასაფლაოს ემსახურება კიზილაიდან მომდინარე ქალაქის ავტობუსის 365-ე ხაზი ან სიჰჰიეს ხიდიდან მომდინარე საზოგადოებრივი ავტობუსის 339-ე ხაზი.

სასაფლაოს შიგნით მუზეუმში გამოფენილია პირადი ნივთები, ფოტოები და დაკრძალვის ამსახველი ბეჭდური მასალები. ის ღიაა სამუშაო დღეებში, ორშაბათისა და სამშაბათის გარდა.

კანონის თანახმად, სახელმწიფო სასაფლაოზე დაკრძალვის უფლება აქვთ მხოლოდ სახელმწიფო პრეზიდენტებს და დამოუკიდებლობის ომის მეთაურებს. 2006 წლის ნოემბერში პარლამენტის აქტით, პირთა სია გაფართოვდა პრემიერ-მინისტრებსა და პარლამენტის სპიკერებზე, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიულენთ ეჯევითის, სახელმწიფო სასაფლაოზე დაკრძალვა, რომელიც 2006 წლის 5 ნოემბერს გარდაიცვალა. 2020 წლის იანვარში ყველა მხარე შეთანხმდა რაჰშან ეჯევითის სახელმწიფო სასაფლაოზე დაკრძალვაზე, რითაც იგი პირველი მშვიდობიანი მოქალაქე გახდა, რომელიც აქ დაკრძალეს.[2]

პრემიერ-მინისტრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარლამენტის სპიკერები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ფერუჰ ბოზბეილი, მე-10 სპიკერი
  • საბით ოსმან ავჯი, მე-12 სპიკერი
  • ქემალ გიუვენი, მე-13 სპიკერი
  • ისმეთ სეზგინი, მე-18 სპიკერი

სასაფლაოზე განთავსებულია მუსტაფა ქემალ ათათურქის 61 თანამებრძოლის მემორიაი თურქეთის დამოუკიდებლობის ომის დროს. ამ მემორიალებს შორისაა ერთი მარეშალი (ფელდმარშალი), 11 ბირინჯი ფერიკის (გენერლის) წოდებით, 14 ფერიკის (გენერალ-ლეიტენანტის) წოდებით, 20 მირლივას (გენერალ-მაიორის) წოდებით, 14 მირალაის (ბრიგადის) წოდებით და ერთი კაიმაქამი (პოლკოვნიკი). 61 საფლავიდან 11 ცარიელია და მხოლოდ სიმბოლურ ძეგლებს წარმოადგენს.[4]

პრემიერ-მინისტრების მეუღლეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • რაჰშან ეჯევითი
  1. Opening ceremony of the State Cemetery tr. Press Agency of the Turkish Government website.
  2. Rahşan Ecevit devlet mezarlığına defnedilecek tr. ციტირების თარიღი: 19 January 2020.
  3. „Eski Başbakan Yıldırım Akbulut'a veda! Cumhurbaşkanı Erdoğan'dan cenaze töreninde açıklama“. Hürriyet (თურქული). 15 April 2021. ციტირების თარიღი: 16 April 2021.
  4. Şamil Tayyar, Ecevit’e komşu 11 boş mezar, Star, November 9, 2006