უმა თურმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თურმანი, უმა)
უმა თურმანი

უმა თურმანი 2011 წელს
დაბადების სახელი უმა კარუნა თურმანი
დაბადების თარიღი 29 აპრილი, 1970 (1970-04-29) (53 წლის)
ბოსტონი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 1987-დღემდე
მეუღლე(ები) გერი ოლდმენი (1990-1992)
ითან ჰოუკი (1998-2005)

უმა კარუნა თურმანი (Uma Karuna Thurman; დ. 29 აპრილი, 1970) — ამერიკელი კინომსახიობი და ფოტომოდელი. დღემდე შესრულებული აქვს როლები სხვადასხვა ჟანრის ფილმებში, როგორც რომანტიკული კომედიებში, ასევე დრამატულ და სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმებსა და მძაფრსიუჟეტიან თრილერებში დამთავრებული. მის საუკეთესო ფილმებად ითვლება „სახიფათო კავშირები“ (1988), „მაკულატურა“ (1994), „გატაკა“ (1997) და ორი ფილმი სერიიდან „მოკალი ბილი“ (2003–04).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1980-იან წლებში პროფესიონალი მოდელის კარიერის შემდეგ 1988 წელს მსახიობობა დაიწყო. მის კარიერაში მნიშვნელოვანი იყო ბეატრიქს კიდოს როლი კვენტინ ტარანტინოს ფილმებში „მოკალი ბილი“. თურმანმა ამ ფილმში შეასრულა პატარძლის როლი, რომელიც შურს იძიებს მის ყოფილ შეყვარებულზე. ტარანტინომ ეს პერსონაჟი სპეციალურად თურმანისთვის შექმნა. ამ პერსონაჟის შექმნის იდეა ორთავეს ერთად მოუვიდათ „მაკულატურის“ გადაღების დროს. ფილმის გადაღება თურმანის ფეხმძიმობამ გაახანგრძლივა.გადაღება 9 თვეს გაგრძელდა და 5 ქვეყანაში მიმდინარეობდა. თურმანმა ამ როლისთვის შეისწავლა საბრძოლო ხელოვნება და იაპონური ენა. „მოკალი ბილი“ საკულტო კლასიკად იქცა, კრიტიკოსებმა ის დადებითად შეაფასეს, თურმანმა კი პატარძლის როლისთვის მიიღო ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ნომინაციები.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1988 ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი The Adventures of Baron Munchausen ქალღმერთი ვენერა
1988 სახიფათო კავშირები Dangerous Liaisons სესილ დე ვოლანჟი
1994 მაკულატურა Pulp Fiction მია უოლასი
1997 გატაკა Gattaca ირენ კასინი
1999 ტკბილი და საძაგელი Sweet and Lowdown ბლანში
2003 მოკალი ბილი, ტომი 1 Kill Bill Volume 1 პატარძალი
2004 მოკალი ბილი, ტომი 2 Kill Bill Volume 2 ბეატრიქს კიდო
2013 ნიმფომანი Nymphomaniac მისის ჰ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: