თურაშაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თურაშაული — ძველი ქართული ვაშლის ზამთრის ჯიში. აქვს მომრგვალო ფორმის ვარჯი. მოსავალს იძლევა მე-10 - მე-12 წელს, უხვმსხმოიარეა, ერთი ხიდან საშუალო მოსავალია 250-300 კგ, მეწლეა. ნაყოფი მომრგვალო, ოდნავ კონუსური, სქელკანიანია, ფერად მწვანეა და მუქი მოწითალო ზოლები დასდევს. რბილობი თეთრია, ტკბილი და წვნიანი. ოქტომბრის შუა რიცხვებში იკრიფება და გაზაფხულამდე ინახება. ტრანსპორტაბელურია. იყენებენ ნედლად და გადასამუშავებლად, გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, ქართლში, მესხეთსა და კახეთში. განარჩევენ თურაშაულის ქართლურ, მესხურ, კახურ და ლეჩხუმურ კლონებს. დაავადებათა მიმართ გამძლეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]