თულუხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თულუხი (თურქ. ტიკი), წყლის საზიდავი რუმბი. ამზადებდნენ ხარის ან კამეჩის ტყავისგან, რომელსაც ქვემოდან სახელოსავით ჰქონდა მიკერებული წყლის ჩამოსასხმელი. იტევდა 4–5 ფუთ წყალს და ყულფებით იყო დამაგრებული ცხენის ან სახედრის კეხზე. წყალს თულუხში პირიდან ასხამდნენ, ჩამოსხმა კი „სახელოს“ საშუალებით ხდებოდა. 1893 წლიდან ქალაქის თვითმმართველობამ თბილისში თულუხები ხის კასრებით შეცვალა, მაგრამ სახელწოდება მაინც ძველი შემორჩა. წყლის მზიდავს თულუხჩი ან მეთულუხჩე ერქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯალაბაძე გ., ქსე, ტ. 5, გვ. 8 , თბ., 1980
  • გრიშაშვილი ი., ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა, თბ. 1927
  • ნანობაშვილი ი., ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში, თბ. 1973