თულეს საზოგადოება
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|თულეს საზოგადოება}} |
"" „“ | ამ სტატიაში/სექციაში გამოყენებული სასვენი ნიშანი ბრჭყალები (გაიგეთ მეტი ბრჭყალების შესახებ) არ შეესაბამება ქართული ენის ნორმებს. |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |

თულეს საზოგადოება (გერმ. Thule-Gesellschaft) ― გერმანელ ოკულტისტთა ჯგუფი, რომელიც დაარსდა მიუნხენში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ,ბერძნულ ლეგენდაში აღწერილი მითიური ჩრდილოეთის ქვეყნის სახელის მიხედვით. საზოგადოება ცნობილია ძირითადად როგორც ორგანიზაცია,რომელიც აფინანსებდა გერმანიის მუშათა პარტიას. (მოგვიანებით ადოლფ ჰიტლერის რეორგანიზებულ ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიის მუშათა პარტიას.) სწორედ აქ შეხვდა ადოლფ ჰიტლერი თანამოაზრეებს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტულეს საზოგადოება თავდაპირველად იყო "გერმანული მეცნიერთა ჯგუფი", რომელსაც ხელმძღვანელობდა ვალტერ ნაუჰაუსი, მოგვიანებით პირველ მსოფლი ომში დაჭრილი ვეტერანი. საზოგადოება შეიქმნა 1911 წელს,თუმცა ოფიციალურად სახელი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ დაირქვა.
რწმენა-წარმოდგენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტულეს საზოგადოების ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო არიულ რასაზე და მის ისტორიაზე. 1917 წელს ადამიანებს, რომლებსაც სურდათ გაწევრიანებულიყვნენ ამ ჯგუფში, უნდა მოეწერათ ხელი სპეციალურ "სისხლიან დეკლარაციაზე" თავიანთ გვართან დაკავშირებით:
ამით ხელმომწერი ფიცს დებს თავის ცოდნასა და რწმენაზე,და იმაზე,რომ არც მის და არც მისი ცოლის ძარღვებში არ არის ებრაული ან ფერადკანიანთა სისხლი, ხოლო მათ წინაპრებს შორის არც ერთი ფერადი რასის წარმომადგენელი არ არის.
საზოგადოების აქტივობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტულეს საზოგადოებამ მიიზიდა დაახლოებით 1500 მიმდევარი ბავარიაში და 250 მიმდევარი მიუნხენში.
საზოგადოების მიმდევრები ძალიან დაინტერესებულნი იყვნენ რასობრივი თეორიით და კერძოდ ებრაელებთან და კომუნისტებთან ბრძოლით. 1919 წლის აპრილის ბავარიის რევოლუციის დროს ტულისტები დაადანაშაულეს გადატრიალების მცდელობაში. 26 აპრილს მიუნხენის კომუნისტურმა მთავრობამ დაარბია ჯგუფის სათავო ოფისი და დააპატიმრა მისი შვიდი წევრი,რომლებიც სიკვდილით დასაჯა 30 აპრილს. მათ შორის იყვნენ ვალტერ ნაუჰაუსი და სამი არისტოკრატი,მათ შორის გრაფინია ჰეილა ფონ ვესტარპი, რომელიც იყო ჯგუფის მდივანი და პრინცი გუსტავ ტურნისა და ტაქსისი, რომელიც დაკავშირებული იყო რამდენიმე ევროპულ სამეფო ოჯახთან. საპასუხოდ,ტულემ აჯანყება მოაწყო.
თეორიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტულეს საზოგადოება გახდა მრავალი შეთქმულების თეორიის არსებობის მიზეზი მისი ოკულტური ფონის გამო,მათ შორისაა თეორია,რომლის მიხედვითაც ისინი ცდილობდნენ უცხოპლანეტელებისას მიმსგავსებული მფრინავი თეფშები შეექმნათ ნაცისტური გერმანიისათვის.