შინაარსზე გადასვლა

თუთუნჯულერი (პაზარის რაიონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
თუთუნჯულერი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია რიზეს პროვინცია
რაიონი პაზარის რაიონი
კოორდინატები 41°07′48″ ჩ. გ. 40°53′06″ ა. გ. / 41.13000° ჩ. გ. 40.88500° ა. გ. / 41.13000; 40.88500
ადრეული სახელები თალვათი
მოსახლეობა 392 (2007)[1] ,
398 (2008)[1] ,
382 (2009)[1] ,
363 (2010)[1] ,
366 (2011)[1] ,
362 (2012)[1] ,
345 (2013)[1] ,
339 (2014)[1] ,
375 (2015)[1] ,
368 (2016)[1] ,
357 (2017)[1] ,
384 (2018)[1] ,
372 (2019)[1] ,
385 (2020)[1] ,
420 (2021)[1] ,
400 (2022)[1] ,
578 (2023)[1] ,
466 (2024)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3[2] და თურქეთის დრო[3]
საფოსტო ინდექსი 53300
თუთუნჯულერი (პაზარის რაიონი) — თურქეთი
თუთუნჯულერი (პაზარის რაიონი)

თუთუნჯულერი (თურქ. Tütüncüler) — სოფელი პაზარის რაიონში, რიზეს პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს რიზედან 49 კილომეტრში, ხოლო რაიონის ცენტრ პაზარიდან 12 კილომეტრში.[4] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 385 ადამიანი ცხოვრობს.[5]

სოფლის ძველი სახელი იყო თალვათი. იგი მოხსენიებულია ამ სახელით (طالوات) როგორც 1876 წლის ტრაპიზონის პროვინციის წელიწდეულში, ასევე 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაში. [6][7] კულტურის ისტორიკოსმა ნიკო მარმა 1910 წელს დაწერა, რომ ათინას რაიონში 69 სოფელი იყო და ამ სოფლებიდან 64-ში ლაზურ ენაზე საუბრობდნენ. ერთ-ერთი ასეთი სოფელი იყო თალვათი.[8]

თალვათი ოსმალების ხელში გადავიდა ტრაპიზონის იმპერიის 1461 წელს გაუქმების შემდეგ. ტრაპიზონის ვილაიეთის საზღვრებში ყოფნისას, 1867 წელს ის გახდა ახლად დაარსებული ტრაპიზონის ვილაიეთის ლაზისტანის სანჯაყის სოფელი. 1876 წლის ტრაპიზონის ვილაიეთის წელიწდეულში ის მოხსენიებულია როგორც ამ სანჯაყის ათინას რაიონის სოფელი. სოფლის მოსახლეობა შედგებოდა 41 კომლში მცხოვრები 154 ადამიანისგან. კომლზე დაახლოებით 3,7 ადამიანის მოსვლა მიუთითებს, რომ სოფელში ოჯახები არ იყვნენ მრავალრიცხოვანი. სოფელ თალვათში, რომელიც სოფლის მეურნეობით ირჩენდა თავს, აღრიცხული იყო 105 ცხვარი, 24 თხა, 90 ძროხა და 15 ხარი.[9]

თალვათი, 1928 წლის ოსმალური სოფლების სიის მიხედვით, ეკუთვნოდა რიზეს ვილაიეთის ათინას რაიონის ცენტრალურ ნაჰიეს.[7] 1935 წლის საყოველთაო აღწერის დროს, ის იყო ჩორუჰის ვილაიეთის (რომელიც არტვინის ვილაიეთის ნაცვლად შეიქმნა) ფაზარის რაიონის ცენტრალური ნაჰიეს სოფელი. ამ დროისთვის სოფლის მოსახლეობა შედგებოდა 602 ადამიანისგან.[10] ეს დასახლება 1955 წლის საყოველთაო აღწერაში დარეგისტრირებული იყო სახელით „თალვათი“, ხოლო 1960 წლის საყოველთაო აღწერაში - სახელით „თუთუნჯულერი", როგორც ფაზარის რაიონის ცენტრალური ნაჰიეს სოფელი. ამ ჩანაწერებიდან ჩანს, რომ სოფლის სახელი შეიცვალა „თუთუნჯულერად" 1959 წელს, რადგან ის „უცხოური წარმოშობის“ იყო.[11][12][13] სახელის შეცვლის მიუხედავად, სოფლის ძველი სახელი ახალ სახელთან ერთად „თუთუნჯულერი (თალვათი)“ ფორმით კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გამოიყენებოდა ოფიციალურ ჩანაწერებში.[14]

სოფელ თუთუნჯულერში ცნობილი ერთადერთი ისტორიული ძეგლი არის ერთთაღიანი ქვის ხიდი, რომელსაც დღეს თუთუნჯულერის ხიდი ეწოდება.[15]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 Adrese Dayalı Nüfus Kayıt Sistemi, Address Based Population Registration SystemTÜİK.
  2. https://web.archive.org/web/20240224154238/https://www.resmigazete.gov.tr/eskiler/2016/09/20160908-2.pdf
  3. https://support.microsoft.com/tr-tr/topic/t%C3%BCrkiye-de-dst-uygulamas%C4%B1-sona-ermi%C5%9Ftir-56f14484-a323-543c-5e36-f701723f5b22
  4. Tütüncüler Köyü (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 Mart 2015. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
  5. Rize PazarTütüncüler Köy Nüfusu (თურქული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Ağustos 2019. ციტირების თარიღი: 5 Şubat 2020.
  6. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 370, ISBN 9789157871117.
  7. 7.0 7.1 „Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 619.
  8. Nikolay Marr, „Lazistan'a Yolculuk (Çeviri: Yulva Muhurcişi), İstanbul, 2016, s. 69,71, ISBN 9786055753634.
  9. Trabzon Vilayeti Salnamesi − 1869-1904, (Hazırlayan) Kudret Emiroğlu, Ankara, 1993-2009, 22 cilt; 8. cilt, s. 371, ISBN 9789157871117.
  10. „1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 354.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 Ocak 2020. ციტირების თარიღი: 17 Temmuz 2021.
  11. „1955 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1961, s. 432.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 Mart 2019. ციტირების თარიღი: 21 Nisan 2022.
  12. „Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1963, s. 466.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 21 Nisan 2022.
  13. „Köylerimiz, (Yayımlayan) İçişleri Bakanlığı, Ankara, 1968, s. 764.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 17 Temmuz 2021.
  14. „1980 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1981.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 Şubat 2020. ციტირების თარიღი: 18 Temmuz 2021.
  15. „Rize-Pazar ilçesinde tarihi köprüler" - Kaçkar 53 დაარქივებული 2016-10-28 საიტზე Wayback Machine. .