თუთინამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

"თუთინამე" (სპარს. "თუთიყუშის წიგნი"), სპარსულ-ტაჯიკური კლასიკური პროზის ძეგლი, ერთი სიუჟეტური ჩარჩოთი შემოფარგლული არაკების კრებული. არაკებს ჰყვება თუთიყუში, რათა გაართოს თავისი პატრონის ცოლი და არ მისცეს ქმრის ღალატის საშუალება. წყარო ინდურია — "შუკასაპტი" ("თუთიყუშის სამოცდაათი მოთხრობა"), სპარსულ ენაზე "თუთინამე". ლიტერატურულად დაამუშავა ინდოეთში მცხოვრებმა მწერალმა ზიაედინ ნახშაბიმ (XIV ს.). შემდგომში გავრცელდა მისი ხალხური ვერსია "ჩეჰელ თუთი" ("თუთიყუშის ორმოცი არაკი"). "თუთინამე" თარგმნილია მრავალ ევროპულ და აღმოსავლურ ენაზე, მ. შ. — ქართულზეც (კრებული "ბაღდადელი თვათმაქცი", 1967).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]