თუთიის ოქსიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თუთიის ოქსიდი

თუთიის ჟანგი ან თუთიის ოქსიდი ქიმიური ნივთიერება ფორმულით ZnO, არის უფერო კრისტალები; სიმკვრივე 5700 კგ/მ³. გავარვარებისას ყვითლდება, არ დნება, 1800ºC-ზე უფრო მაღალი ტემპერატურისას აქროლდება. წყალში არ იხსნება. ამფოტერულია — იხსნება როგორც მჟავებში (წარმოქმნის შესაბამის მარილებს), ისე ტუტეებსა და ამიაკის წყალხსნარშიც. ბუნებაში გვხვდება მინერალ ცინკიტის სახით. თუთიის ჟანგს მრეწველობაში იღებენ თუთიის ორთქლის წვით. თუთიის ჟანგს იყენებენ რეზინისა და ქიმიურ მრეწველობაში, საღებავების წარმოებაში, პარფიუმერიაში, კოსმეტიკაში, მედიცინაში და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]