თსუ-95

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თსუ 95)
Jump to navigation Jump to search
თსუ-95
თსუ-95
თსუ-95
კოორდინატები: 42°17′36″ ჩ. გ. 43°20′32″ ა. გ. / 42.29333° ჩ. გ. 43.34222° ა. გ. / 42.29333; 43.34222
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ჭიათურის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 495 მ
სიღრმე 75 მ
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვები
ფაუნა ღამურები
თსუ-95 — საქართველო
თსუ-95
თსუ-95 — იმერეთის მხარე
თსუ-95

თსუ-95კარსტული მღვიმე საქართველოში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს მდინარე ყვირილის მარცხენა ფერდობზე, ზღვის დონიდან 500 მეტრზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. მისასვლელი გზა მდინარე ყვირილას ხეობიდან არის როგორც საფეხმავლო ბილიკი, აგრეთვე საჰაერო საკიდი საბაგირო გზა. მღვიმე აღმოჩენილ და შესწავლილ იქნა თსუ-ის დაარსების 95 წელთან დაკავშირებით თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორ გიორგი დვალაშვილის და თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის მიერ.

მღვიმის წინა ნაწილი (შესასვლელის სიმაღლე 0,5 მ, სიგანე 3 მ) 8 მეტრი სიგრძის დაბალი დერეფნითაა წარმოდგენილი, რომელიც ძალზე ვიწრო და დაბალი ხვრელით უკავშირდება მღვიმის მეორე, უფრო ვრცელ დარბაზს (სიგანე 11 მ, სიმაღლე 11 მ). ჰაერის ტემეპერატურა მუდმივად +13.5 – +14°C-ია. მღვიმეში რამდენიმე სართული გამოიყოფა. მღვიმის აბსოლუტური სიმაღლე 495 მეტრი, ხოლო მდინარის შეფარდებითი სიმაღლე – 122 მეტრია. ქიმიური ნალექებიდან გვხვდება კალციტის ქერქგადაკრული უბნები; მექანიკურიდან ნგრევის და გამოფიტვის ადგილობრივი პრუდუქტები, სტალაქტიტები და სტალაგმიტები. მღვიმის წინა ნაწილი დინამიურია, ბოლო – სტატიური. დროებითი ღვარების შემოსვლას პერიოდული ხასიათი აქვს. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები და სხვადასხვა სახის მწერები.

მომავალში, მღვიმეში აუცილებელია შემდგომი კომპლექსური კლვევების ჩატარება. მღვიმის ათვისება შესაძლებელია როგორც ტურისტული მიზნებისათვის, აგრეთვე საწავლო-საგანმანათლებლო მიზნითაც. მღვიმეში შესაძლებელია ჩატარდეს საველე ლექციები სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის. აგრეთვე აუცილებელია უსაფრთხოების ღონისძიებების გატარება მღვიმის დასაცავად, რათა არ მოხდეს ნაღვენთი ფორმების (სტალაქტიტების, სტალაგმიტების, სტალაგნატების) ადამიანის მიერ მექანიკური დაზიანება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თსუ-95&oldid=3427828“-დან