უნივერსიტეტის პრეს-კლუბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თსუ პრეს–კლუბი)
Jump to navigation Jump to search

უნივერსიტეტის პრეს-კლუბი — არაფორმალური სტუდენტური გაერთიანება, რომელიც შეიქმნა 1987 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ. მისი დამფუძნებლები იყვნენ ნანა ბოკუჩავა, თედო ისაკაძე, ნიკო ნიკოლოზიშვილი, დათო ტურაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, ლელა ჯაფარიძე და სხვები. იყო ერთ–ერთი ყველაზე აქტიური და გავლენიანი ორგანიზაცია ეროვნული მოძრაობის დროს. უნივერსიტეტის პრეს-კლუბი სათავეში ედგა სტუდენტურ მოძრაობას, რომელიც თავდაპირველად გაერთიანდა ტრანსკავკასიური რკინიგზის პროექტის საწინააღმდეგოდ და დავითგარეჯას მონასტრის ტერიტორიიდან საბჭოთა ჯარების სავარჯიშო პოლიგონის გატანის იდეის გარშემო. მისი გავლენით შეიქმნა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტური პრეს-კლუბები. პრეს-კლუბი უშვებდა სპეციალურ ჩანართს – "სტუდენტური ფურცელი", გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" დამატების სახით, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა არამარტო სტუდენტებში, არამედ საბჭოთა რეჟიმის საწინააღმდეგოდ განწყობილ საზოგადოებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]