თრუსოს ტრავერტინები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი)
თრუსოს ტრავერტინები
IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
მდებარეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
უახლოესი ქალაქი ქეთერისი
კოორდინატები 42°34′59″ ჩ. გ. 44°25′38″ ა. გ. / 42.5832167° ჩ. გ. 44.4274333° ა. გ. / 42.5832167; 44.4274333
ფართობი 0,042 კმ²
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

თრუსოს ტრავერტინებიტრავერტინები საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს თრუსოს ხეობაში, ცენტრალური საავტომობილი გზის პირას, ნასოფლარ ქეთერისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე თერგის ზემო დინებაზე, ზღვის დონიდან 2100–2200 მ სიმაღლეზე. თრუსოს ხეობაში ბევრგან არის წყაროების მიერ დალექილი კიროვანი ტრავერტინების დანაგროვები. ისინი მეტწილად დაკავშირებულია ზედაიურულ კარბონატულ წყებასთან.[2] ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი კასრისხევის ვიწრობის ზემოთაა, თერგის მარჯვენა ნაპირზე. აქ ბლომადაა ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი, წყლის მიერ მოდელირებული ტრავერტინული „მინდვრები“, თითქოს მოქარგული ზედაპირით. გამჭვირვალე წყალი თხელ ფენად ეფინება ამ თვალისმომჭრელ თეთრ ზედაპირს და აჩენს უამრავ მოკამკამე პატარა გუბეს. ეს ფორმები ძალზე ფაქიზია და მათ ცხვრის ფარების მოძრაობა აზიანებს. აქ არსებულ ტრავერტინებში მცენარეთა ანაბეჭდები მოწმობენ, რომ წარსულში ამ მიდამოებში ტყის მცენარეები არსებობდნენ. ამჟამად ტრავერტინების ნაწილი, სხვადასხვა ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად დაზიანებულია.[3] უახლოესი დასახლებული პუნქტია ნასოფლარი ქეთერისი; შედარებით მოშორებულია სოფელი კობი. თრუსოს ტრავერტინები ბუნების ძეგლია.[4]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-08. ციტირების თარიღი: 2021-09-08.
  2. საქართველოს სსრ წითელი წიგნი, გამომცემლობა «საბჭოთა საქართველო», თბ., 1982, გვ. 209–210
  3. კობა ხარაძე. საქართველოს ბუნების ფენომენები. თბილისი, 2014, გვ. 279
  4. დაცული ტერიტორიების სააგენტო | თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი