შამაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თრისა)
შამაია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ოჯახი:  კობრისებრნი
გვარი:  შამაია
ლათინური სახელი
Chalcalburnus chalcoides
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 135499

შამაია, თრისა (ლათ. Chalcalburnus chalcoides) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. სახელწოდება მომდინარეობს სპარსულიდან: „შაჰ-მაჰი“ — სამეფო თევზი (ცხიმიანი და გემრიელი ხორცის გამო). აქვს წაგრძელებული სხეული, რომლის სიგრძე 40 სმ, მასა 800 გ-მდე აღწევს. გავრცელებულია შავი, აზოვის, კასპიისა და არალის ზღვების აუზებში. საქართველოში გვხვდება მტკვარში, ხრამში, ალაზანში, აგრეთვე თბილისის ზღვაში. შამაია სარეწაო თევზია, ხელოვნურადაც ამრავლებენ. იყენებენ ნედლს, შემჭკნარს და შებოლილს. გავრცელების არეალია: ირანი, ავსტრია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, გერმანია, უნგრეთი, იტალია, რუმინეთი, სერბეთი, სლოვენია[1], თურქმენეთი და უზბეკეთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Povž, Meta. Invasive Freshwater Species in Slovenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-06. ციტირების თარიღი: 2009-10-10.