თრიალეთის პეტროგლიფები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნახ. 1, ხეობის ხედი.

თრიალეთის (პატარა ხრამის) პეტროგლიფები — არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, თრიალეთის რეგიონში, ქალაქ წალკიდან 12 კმ-ის დაშორებით სოფელ განთიადში (ყოფილი თაქ-ქილისა), მდინარე ავდრისხევის (ყოფილი პატარა ხრამი) ხეობის მარჯვვენა ნაპირზე. პეტროგლიფების სხვადასხვა ჯგუფები განსხვავებულად თარიღდება. ჩატარებული კომპლექსური კვლევების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ პატარა ხრამის კლდის ხელოვნება მოიცავს ძვ. წ. IX-VII და V-II ათასწლეულებს, ანუ მეზოლითურ და ენეოლით-ბრინჯაოს ხანებს.

პეტროგლიფების აღმოჩენის ისტორია.[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნახ. 2,   ნახატების გავრცელების გენგეგმა.

[2] მონოგრაფიაში პეტროგლიფების აღმოჩენის შემდეგ საინტერესო ისტორიას ვაწყდებით: მეოცე საუკუნის 40-იან წლებში, აღმოჩნდა მე-19 საუკუნის მოყვარული არქეოლოგის ა. იოაკიმოვის წერილი, რომელშიც ისტორიის მოყვარულ ე. ვეინდებაუმს ამცნობდა, რომ სოფელ თაქ-ქილისას იმავე სახელწოდების მდინარის ხეობაში იპოვნა გამოქვაბულები, რომლებშიც „ოდესღაც წალკაში მცხოვრებ ველურთა ნახატების მთელი გალერეაა.“ ხსენებულ წერილს სკეპტიკურად მოეკიდა ცნო-ბილი არქეოლოგი ბ. კუფტინი (სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1946 წლიდან), რომლესაც თავის დროზე საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი ეს რეგიონი. მიუხედავად ამისა, წინა საუკუნის ორმოციან წლებში ამ წერილის კვალზე გაემგზავნენ ნ. ბერძე-ნიშვილი და ალ. ჯავახიშვილი, რომელთა ეს მცდელობაც სამწუხაროდ უშედეგო გამოდგა. 1975 წელს ა. იოაკიმოვის ხსენებული  და უკვე მივიწყებული წერილი ხელთ ჩაუვარდა საქართველოს ქვის ხანის შემსწავლელი არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელს მ. გაბუნიას, რომლის კიდევ ერთი მცდელობაც მიეკვლია  წერილში ხსენებული „ველურთა ნახატებისათვის“ წარმატებით დასრულდა 1976 წელს. ხსენებული ხეობის გამოქვაბულების კედლებზე არაფერი არ აღმოჩენილა, თუმცა, გამოქვაბულებს შორის კლდის გაშიშვლებულ ზედაპირებზე, მართლაც გამოჩნდა ცხოველთა ნაკაწრი გამოსახულებები, რომლებიც, უთუოდ იმ „გალერეის“ ნაწილს შეადგენდა, რომელზეც ა. იოაკიმოვი საუბრობდა .


ნახ. 3.1, 3.2.

მდინარე ავდრის-ხევის ხეობის მოკლე აღწერა.

ხსენებული ხეობა ოთხი ფსევდოტერასისგან შედგება (ნახ. 1), რომელთა წარმოშობაც უკავშირდება ზედაპლეისტოცენური ასაკის ანდეზიტ-ბაზალტების და ეროზიისადმი ნაკლებად გამძლე ქანების არათანაბარ გადარეცხვას. მეოთხე ლავური ნაკადის ფუძეში, რომელიც მდინარის დონიდან 30 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ერთი მეორის მიყოლებით, ერთმანეთისგან მცირე მანძილით დაშორებული რამდენიმე პატარა ზომის გამოქვაბულია. ამ გამოქვაბულებიდან მიწისქვეშა წყლების პერიოდული მოქმედების შედეგად კულტურუ-ლი ფენები მთლიანად გამორეცხილია, თუმცა  გამოქვაბულების წინ ტერასებზე, როგორც ზედაპირულად, ისე გავლებულ თხრილებში, აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის (მუსტიეს ეპოქა, მეზოლითი და ენეოლით-ბრინჯაოს ხანა)  ოფსიდიანის არტეფაქტები და მეოთხეულის ცხოველთა განამარხებული ძვლების ფრაგმენტები. აღმოჩენილი ფაუნა პალეონტოლოგ ა. ვეკუას განსაზღვრით მიეკუთვნება პირველყოფილ ძროხას, გარეულ ცხვარს, კაბალოიდურ ცხენს, კეთილშობილ ირემს, ოქოტონასა და გნოლს [2], [6].  ესაა ფაუნის ის სახეობები, რომლებიც გვიან პლეისტოცენსა და ადრე ჰოლოცენში ფართოდ იყო გავრცელებული სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში (ეძანისა და ზურტაკეტის მეზოლითური სადგომები), რაც მოწმობს, რომ მდინარე ავდრისხევის მიდამოებში  იმ დროს გაბატონებული იყო ზეგნური ხასიათის  სტეპური ლანდშაფტი, შედარებით მშრალი ჰავის პირობებით. ამასვეს ადასტურებს პალინოლო-გიური ანალიზის მონაცემები, საიდანაც ჩანს, რომ ბალახეული მცენარეების მტვერი სპექტრის 87% -ს შეადგენს [6].

ნახ. 4.


პეტროგლიფების დახასიათება.

როგორც უკვე აღინიშნა პეტროგლიფების ძირითადი ნაწილი თავმოყრილია გამოქვაბულებს შორის და მათი გავრცელების არე დაახ-ლოებით 50 მეტრზეა გადაჭიმული იხ (ნახ.2). ისინი პატარ-პატარა კერებადაა განლაგებული, თითო-ოროლა ნახატი ამ კერებს შორი-საცაა აღმოჩენილი. აქაა უმთავრესად ცხოველთა გამომსახველი კონტურული, იშვიათად კი ხაზოვანი ნაკაწრი ნახატები, შექმნილი არაღრმა წვრილი აბრისით. ესენია: ირმის, შვლის, ჯიხვის, ცხენის, აქლემის,  თევზისადა ფრინველის  (ძალიან სქემატური), ქვეწარ-მავლის, მახეში გაბმული ცხოველების, ფანტასტიკური, ჰიბრიდული და პარციალური გამოსახულებები.  არის კომპოზიტი ნახატები, ნადირობის სცენები, ცხენების რემა და სხვ. აგრეთვე, გვხვდება ანთროპომორფული გამოსახულებებიც-მშვილდოსანი მონადირეკაცუ-ნები, სოლა-რული ნიშნები და ბევრი გაურკვეველი სიმბოლო. პეტროგლიფთა საერთო დამახასიათებელი ნიშნებია: ყველა გამოსახუ-ლება, გარდა მონადირე კაცუნებისა, პროფილურია. ნახატები ერთ სიბრტყეზეა განლაგებული, ანუ არ ჩანს პერსპექტივა, არაა დაცული პროპორციები. ფიგურები უმეტესად სტატიკურადაა მოცემული და ძირითადად გეომეტრიულ სტილშია შექმნილი. ისინი მცირე ზო-მისანი არიან (3.5 სმ-დან 18-20 სმ-მდე). უნდა აღინიშნოს, რომ გამოსახულ ცხოველთა ყველაზე მნიშვნელოვანი რაოდენობა უჭირავს ირემს, შველს, ჯიხვსა და ცხენს. ეს უმეტესად ადგილობრივი ფაუნაა, რომელიც იმ ეპოქაში ამ რეგიონისათვის  დამახასიათებელ ფაუნას და ეკოლო-გიურ თავისებურებებს ასახავს და ძირითადად ემთხვევა ზემოთ მოყვანილი პალეონტოლოგიური და პალინოლოგიური ანალიზის მონაცემებს.

ნახ. 5,6.
ნახ. 7.

შესრულების ტექნიკის,  სტილის, შინაარსის, გამოსახულ ცხოველთა სახეების, შედარე-ბითი ანალიზისა და რიგი სხვა ნიშნების მიხედვით აღნიშნულ პეტროგლიფებში რამდე-ნიმე ქრონოლოგიური ჯგუფი გამოიყოფა, თუმცა ამ ჯგუფების  მკვეთრი ქრონოლოგიუ-რი გამიჯვნა ძნელია. არის ნახატები, რომლებიც ამჟღავნებენ პალეოლითისათვის დამა-ხასიათბელ რეალისტურ ნიშნებს. ასეთებია მაგალითად, შვლებისა და ირმის პარციალუ-რი გამოსახულებები. შველი დახატულია მრუდი ხაზებით, ამიტომ  მისი ფორმა გარშე-მოდენილია (ნახ. 3.1). შესანიშნავია შერბილებული კონტურით გამოყვანილი ირმის კის-ერი და თავი. თავი შემკულია არაპროპორციულად დიდი დატოტვილი რქებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მხატვარს სურდა გადმოეცა ამაყად მოღერებული კისერი მაღლა აწ-ეული თავით (ნახ. 3.2). ნახატების ეს ჯგუფი შედარებით ადრეულ საფეხურს-მეზოლ-ითურ ეპოქას უნდა განეკუთვნებოდეს (დაახლოებით IX-VII ათასწლეულები). ამავე პე-რიოდისა უნდა იყოს ირმების სხვა გამოსახულებებიც (ნახ. 4), ცხენების რემა (ნახ. 5), ცხოველები მახეში (ნახ. 6), მონადირე-კაცუნები (ნახ. 7) და ზოგიერთი სხვა ნახატი (პეტროგლიფების უფრო დაწვრილებითი აღწერა მოცემულია უკვე ნახსენებ [2] მონოგრაფიაში). ამ ნახატთა ნაწილი მსგავსებას ავლენს  ანატოლი-აში არსებული მეზოლითით დათარიღებული პალანლის მღვიმის გამოსახულებებთან, რომლებიც თავის მხრივ ემსგავსება ამავე პერ-იოდით დათარიღებულ  ნეგევისა და იორდანიის ზეგნების მხატვრობას [8]. შესამჩნევი მსგავსებაა აფრიკაში, ალჟირ-მაროკის საღვარ-ზე მდებარე  გარამელიას ეხის პეტროგლიფებთან [11]. თრიალეთის  ანთროპომორფული გამოსახულებების მსგავსი მონადირე კაცუ-ნა  არის მდინარე ანგარის  შენაკადის მდინარე კუდიზე, მანხაის მთაზე [7]  და სხვ. შემდგომ ეტაპზე თითქოს იზრდება სტილიზაცია, ფიგურები უფრო სტატიკური ხდება და უფრო  გეომეტრიულ მოხაზულობას იძენს -- ენეოლითი-ბრინჯაოს ხანა (V-II ათასწლეულე-ბი). ამ ჯგუფის ნახატები უპირველეს ყოვლისა ანალოგებს პოულობს  საქართველოს ტერიტორიაზე, იგივე თრიალეთის რეგიონში ზურტაკეტის შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანების დრომოსისა და დასაკრძალავი კამერის ნიშნიან ქვებთან [5], [10]. ამავე პერიოდს უნდა განეკუთვნებოდეს კვადრატული ბადეები (ნახ. 8), კონცენტრული წრეხაზები (ნახ. 9) და სხვა გაურკვეველი სიმბოლოები (ნახ. 10). თრიალეთის პეტროგლიფებში აგრეთვე არის მზის რამდენიმე გამოსახულება, რომლებიც როგორც წესი, ჩნდება მიწათმოქმედების ეპოქაში. რიგი ნახატებისა (მაგალითად აქლემები ნახ. 11), შესაძლოა  უფრო  ახალგაზრდა ასაკისაც  იყოს.

ნახ. 8.
ნახ. 9.
ნახ. 10.
ნახ. 11.


პეტროგლიფების შესწავლა.

ძეგლის შესწავლა მიმდინარეობდა 1976-1978 წლებში, ექსპედიციების მუშაობაში სხვასხვა დროს მონაწილეობდნენ: არქიტექტორი შ. კალანდარიშვილი, ტოპოგრაფი ი.კაცებინი, მხატვარი ვ. გაბუნია, ფოტოგრაფი ო. ქობალიანი, გეოლოგები კ. მაცხონაშვილი, გ. მაისურაძე, პალინოლოგი ნ. კლაპატოვსკაია, პალეონტოლოგი ა. ვეკუა,  ძეგლზე მუშაობის შედეგები აისახებოდა ექსპედიციების ყოველწლიური ანგარიშების კრებულში - ПАИ. აგრეთვე, გამოიცა რიგი ნაშრომებისა [1]-[4],[6],[9]. 2018, 2019 წლებში ჩატარებულმა მცირემასშტაბიანმა დაზვერვებმა (მ. გაბუნია, ნ.ჯაყელი, თ. აღაპიშვილი) აჩვენა, რომ  მდ. ავდრი-ხევის ხეობაში პეტროგლიფების გავრცელების სხვა კერებიცაა, რაც გვავარაუდებინებს, რომ ხეობა პრეისტორიულ ხანაში მთლიანად იყო დასახლებული. 2014 წელს თრიალეთის პეტროგლიფებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა,  2017 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ესპანეთის ქალაქ ტრიგუეროსში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრ-უტების ფორუმზე თრიალეთის პეტროგლიფებით წარსდგა. შედეგად, სააგენტოს ევროპული უწყების წევრობის სტატუსი მიენიჭა. იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიის, ირლანდიის, ნორვეგიის და აზერბაიჯანის შემდეგ საქართველო პრეისტორიუ-ლი ხელოვნების ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე–8 სრულუფლებიანი წევრი გახდა.

ლიტრატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]