თრდატი (რევ II-ის ძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თრდატი[1] (ლათ. Tiridates) — კირილ თუმანოვის მიხედვით, იბერიის მეფე 394–406 წლებში ხოსროვიანთა დინასტიიდან, ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს ისტორიის“ მიხედვით კი — 393–405 წლებში სახელით ტირდატ.[2]

ქართული ქრონიკების მიხედვით, იბერიის პირველი ქრისტიანი მეფის მირიან III-ის ძის, რევ II-ის და სალომე უჯარმელის შვილი და საურმაგ II-ის ძმაა. მან, როგორც წყაროები გვიამბობენ, ზეობას მოხუცებულმა მიაღწია, მისი ნათესავის და სიძის, ვარაზ-ბაკურ II-ის მეფობის შემდეგ. იგი იძულებული გახდა ხარკი ეხადა სასანიდებისთვის. ქრონიკები აქებენ მის ღვთისმოსაობას და მიაწერენ ტაძრის მშენებლობას რუსთავსა და ნეკრესში.[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მეფე თრდატ. იბ წელი მეფა
  2. ვახუშტი ბატონიშვილის "საქართველოს ისტორია"
  3. Rapp, Stephen H. (2003), Studies In Medieval Georgian Historiography: Early Texts And Eurasian Contexts, p. 314. Peeters Bvba
წინამორბედი

ვარაზ-ბაკურ II
იბერიის მეფე

394-406
მემკვიდრე

ფარსმან IV