მირდატი (ბაქარის ძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თრდატი (იბერიის მეფე))
Jump to navigation Jump to search

მირდატი ან თრდატი (ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაშიმითრიდატე V) — ქართლის (იბერიის) მეფე IV საუკუნის 60-70-იან წლებში. „მეფეთა ცხოვრება“ ცნობით, იგი იყო ქართლის გამაქრისტიანებელი მეფის მირიანის შვილიშვილი; ამ თხზულებაში მას მირდატ ბაქარის (იგივე ბაკურის) ძე ეწოდება. ხოლო, „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ს ცნობით მას ეწოდება თრდატი, ძმა ბაკურისი, რევის ძე.

„ქართლის ცხოვრებით“ მირდატი ზრუნავდა ეკლესიების მშენებლობაზე; კერძოდ, მას აუშენებია ეკლესია თუხარისის ციხის შიგნით, შეუმკია ერუშეთისა და წუნდის ეკლესიები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 683, თბ., 1983 წელი.
  • ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგნ. 1, თბ., 1963
  • შატბერდის კრებული X საუკუნისა, ბ. გიგინეიშვილისა და ელ. გიუნაშვილის გამოც., თბ., 1979
  • ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, ტ. 1, განათლება, თბ., 1955
  • საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძის და რ. მეტრეველის რედ., თბ., ნეკერი, 2000
წინამორბედი:
ბაკურ II
იბერიის მეფე
IV საუკუნის 60–70–იანი წლებში
შემდეგი:
ვარაზ-ბაკური