თბილისის თოჯინების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თოჯინების მუზეუმი)
თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი
41°42′14″ ჩ. გ. 44°47′35″ ა. გ. / 41.7038889° ჩ. გ. 44.7931444° ა. გ. / 41.7038889; 44.7931444
დაარსდა 1937 წ.
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა თბილისი
სტატუსი ააიპ
ექსპონატი 3000-ზე ემტი
კლასიფიკაცია მემორიალური
Map

თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმითბილისში მდებარე მუზეუმი, რომელიც 1937 წელს საბავშვო მწერლისა და პედაგოგის თინათინ თუმანიშვილის თაოსნობით და საქართველოს მთავრობის სპეციალური გადაწყვეტილებით დაარსდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბავშვო მწერლისა და პედაგოგის თინათინ თუმანიშვილის თაოსნობით, 1937 წელს ყოფილი ათარბეგოვის (ამჟამად ძმები ზუბალაშვილების) ქუჩაზე, პირველი საბავშვო ბაღის შენობაში დაარსდა საბავშვო სათამაშოების მუზეუმი. მუზეუმს საფუძვლად დაედო მისი დამფუძნებლის თინათინ თუმანიშვილის თოჯინებისა და სათამაშოების კოლექცია, საგვარეულო ნივთები და ბიბლიოთეკა, რომელიც მან სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.

1958 წელს მუზეუმი გადავიდა პიონერთა სასახლეში, ხოლო 1986 წლიდან ბინა დაიდო შავთელის ქუჩაზე მდებარე შენობაში.

თინათინ თუმანიშვილმა აღმოაჩინა და ერთი იდეის ქვეშ გააერთიანა იმ პერიოდის ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრები და ინჟინერ-მექანიკოსები. იმ დროს, როდესაც საქართველოში ფიზიკურად არ არსებობდა არც ერთი ქართული თოჯინა, საფუძველი ჩაეყარა ეროვნული ხასიათის დედოფალას, რაც დღემდე მუზეუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი თემაა.

ნინო ბრაილაშვილი, ნ. ბელიაევა, ნ. გილჩევსკაია, ი. ფრანგულოვი, რ. ბეგთაბეგიშვილი, გ. ალექსანდროვი, ნ. ანთაძე და დ. ჭუბაბრია ის მხატვრებია, რომელთა მიერაც შეიქმნა თოჯინური ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშები, რომლებიც დღეს თბილისის თოჯინების მუზეუმის ექსპონატებს წარმოადგენენ.

მუზეუმის დაარსებას და მის არსებობას მხარს უჭერდნენ ისეთი ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები როგორებიც არიან: ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, მოსე თოიძე, უჩა ჯაფარიძე, ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, გიორგი ჩუბინაშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, დიმიტრი უზნაძე, სიმონ ჯანაშია, ვერა ბარდაველიძე, ევგენი ხარაძე, შ. დადიანი, ი. გრიშაშვილი. ლეო ქიაჩელი და საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლები.

ექსპონატები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლების განმავლობაში მუზეუმის ფონდებში თავი მოიყარა 2000-ზე მეტმა უნიკალურმა ექსპონატმა: ქართულმა ხალხურმა და მხატვრულმა დედოფალამ, სათამაშომ, მოძრავ-მუსიკალურმა სათამაშოებმა, ლიტერატურული პერსონაჟების მიხედვით შექმნილმა თოჯინებმა. მუზეუმში წარმოებული მეცნიერული კვლევების შედეგად დაგროვდა მნიშვნელოვანი ეთნოგრაფიული მასალები, ბავშვთა ესთეტიკური კუთხით აღზრდის, სათამაშოს განვითარების ისტორიულ გზებსა და ქართული ხელოვნების ისტორიის საკითხებთან დაკავშირებული მეცნიერული ნაშრომები. ფონდში განსაკუთრებული ადგილი უკავია საზღვარგარეთის 40 ქვეყნიდან ჩამოტანილ და შეძენილ მხატვრულ ორიგინალურ ექსპონატს, სახსოვარ-შემოწირულობებს.

გაძარცვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში, 1990-იან წლებში მიმდინარე უარყოფითი მოვლენები მტკივნეულად აისახა მუზეუმის ისტორიაშიც. 1996 წელს მუზეუმის გაძარცვისას დაიკარგა მე-18 და მე-19 საუკუნეების უნიკალური ფრანგული მოძრავი-მუსიკალური სათამაშოები და მათთან ერთად ბევრი ძვირადღირებული ექსპონატი, რაც მუზეუმისთვის მძიმე დანაკლისი გამოდგა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნელი კალანდარიშვილი. პორტრეტები შტრიხებში, სათამაშოების მუზეუმის დამაარსებელი და პირველი დირექტორი - თინათინ თუმანიშვილი. თბილისი, 1998, გვ. 7-10.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]