თოხთის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თოხთის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ თოხთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

უაბსიდო დარბაზული ეკლესიის კედლები შემორჩენილია მიწის ზედაპირიდან 1 მეტრის სიმაღლეზე, ზოგან უფრო ნაკლებია. ძეგლი გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა. სამხრეთ კედელში ჩანს შესასვლელი ღიობის კვალი. ნაგებია ადგილობრივი წარმოშობის ფლეთილი ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 91