თოხეჩო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თოხეჩო — ხის სათლელი, პირბრტყელი და თოხივით მოხრილი, დიდი საორხელო ხელჭურჭელი. საქართველოს რეგიონებში გავრცელებულია შემდეგი სახელწოდებებით: „მძიმე ეჩო“ (ქართლ-კახეთი), „თოხ-ეჩო“ (აჭარა, მესხეთ-ჯავახეთი), „დიდი ეჩო“ (ქსნის ხეობა), „ფეხეჩო“ (ქართლ-კახეთი, მესხეთ-ჯავახეთი). „თოხეჩო“ შედგება ეჩოსა და ტარისაგან. ეჩოს პირი ლითონისაა, ალესილია და ტარისაკენ მოხრილი. თოხეჩოს იყენებდნენ ურმის ხელნების, კევრის ფიცრების და ა.შ. გასათლელად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]