თოქთობოლოთ აბდუმომუნოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თოქთობოლოთ აბდუმომუნოვი
დაბ. თარიღი 15 აგვისტო 1922(1922-08-15)[1]
დაბ. ადგილი ჯანი-ალიში
გარდ. თარიღი 1989
გარდ. ადგილი ბიშკეკი
საქმიანობა მწერალი და პოლიტიკოსი
ენა რუსული ენა და ყირგიზული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ჟანრი პროზა და დრამატურგია
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი და მედალი „შრომითი წარჩინებისათვის“

თოქთობოლოთ აბდუმომუნოვი (დ. 15 აგვისტო, 1922, სოფ. ჯანი-ალიში, ქემინის რაიონი, ყირგიზეთის სსრ — გ. 26 დეკემბერი, 1989, ბიშკეკი) — ყირგიზი საბჭოთა მწერალი, დრამატურგი. სკკპ წევრი 1959 წლიდან, სსრკ უმაღლესი საბჭოს VI მოწვევის დეპუტატი. ყირგიზეთის მწერალთა კავშირის მდივანი (1959).

მისი პიესებია „ქვიშჲანი ფერდობი“ (1947), „თანამედროვენი“ (1948), „ვიწრო ხეობა“ (1953-1954), „აშირბაი“ (1957), და სხვები. პიესებისათვის „სინდისი არ აპატიებს“ და „სიყვარული და იმედი“ (ორივე 1966) მიენიჭა თოქთოგულ სათილღანოვის სახელობის რესპუბლიკური სახელმწიფო პრემია. აღწერდა ყირგიზელი ხალხის ბრძოლას საბჭოთა ხელისუფლებისათვის, თანამედროვე ყირგიზეთის ცხოვრებას. ავტორია რომანისა „ლურჯი ცის ქვეშ“. წერდა საბავშვო მოთხრობებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]