თოფხანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თოფხანა — ქვემეხის, მორტირისა და თოფ-დამბაჩის დამამზადებელი ქარხანა თბილისში. დაარსდა XVIII საუკუნის შუა წლებში მეფე ერეკლე II-ის ინიციატივით.

თოფხანა განლაგებული იყო ახლანდელ ერეკლეს მოედანზე, იგივე ბატონის მოედნის დასავლეთ მხარეზე, ახოსპირელის I და II შესახვევების მიდამოებში. აქვე იწყებოდა თოფხანის ქუჩა. ერეკლე II-ის განსაკუთრებით, თოფხანის ოსტატებს პირადი თავისუფლება ენიჭებოდათ, განსხვავებით რუსეთისაგან. თოფხანის მუშაობის გასაუმჯობესებლად ერეკლე II იყენებდა უცხოელ სპეციალისტებს, გერმანელ რაინგესს, ავსტრიელ გეტინგსა და რუსი დეზერტივების გამოცდილებას. თოფხანის საქმიანობის შესასწავლად მეფე ქართველ ახალგაზრდებს რუსეთში აგზავნიდა. ცეცხსასროლი იარაღის ხელოსნებს თოფჩი ერქვა, მათ მეთაურს კი - თოფჩიბაში. ამ საქმიანობის მიხედვით შეიქმნა ახალი გვარები (თოფჩიშვილები, თოფაძეები...) ამ საქმიანობის პრესტიჟულობის გამო მისი სიმბოლოები ხშირად თავადურ გვართა გერბებზეც გამოისახა (ზარბაზნის ორი გადაჯვარედინებული ლულა...). კრწანისის ბრძოლაში ქართველები საკუთარი წარმოების საარტილერიო იარაღით იბრძოდნენ. თბილისის აღების შემდეგ აღა-მაჰმად-ხანმა თოფხანა გაანადგურა და ხელოსნები ოჯახიანებად ირანში გადაასახლა. ქართველებმა მნიშვნელოვანი ღვაწლი შეიტანეს რუსული საარტილერიო საქმის განვითარებაში. არტილერიის პირველმა გენერალმა ფელდცოიხმაისტერმა, ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონმა, საარტილერიო საქმე კენგსბერგსა და ჰააგაში შეისწავლა. მან ქართულ-რუსულ ენაზე შეადგინა საარტილერიო წიგნი. არტილერიაში შრომები აქვთ ი. და გ. ბაგრატიონებს. რუსული არტილერიის განვითარებაში თვალსაჩინო როლი შეასრულა პოლკ. ს. ჩოლოყაშვილმა, რომელმაც სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. მან საქართველოშიც სცადა საარტილერიო საქმის წამოწყება, მაგრამ რუსუთი ამით დაინტერესებული არ იყო და გენერალმა გ. ტოტლებელმა გადაასახლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002