თოურისვატნი
იერსახე
| თოურისვატნი | |
|---|---|
| კოორდინატები: 64°18′01″ ჩ. გ. 18°49′20″ დ. გ. / 64.30028° ჩ. გ. 18.82222° დ. გ. | |
| მდებარეობა | |
| ფართობი | 83-88 კმ² |
| მოცულობა | 1.18 კმ³ |
| მაქსიმალური სიღრმე | 109 მ |
| გამომდინარე მდინარე | თიოურსაუ |
თოურისვატნი (ისლ. Þórisvatn) — კუნძულ ისლანდიის უდიდესი ხელოვნური ტბა, რომელიც მდებარეობს ისლანდიის მაღლობის სამხრეთ ნაწილში.
თოურისვატნი წარმოადგენს წყალსაცავს, რომლის ფართობი იცვლება 83-88 კმ² ფარგლებში. ტბაზე გაშენებულია ელექტროსადგური. ისლანდიაში სხვა ტბებისგან გამოირჩევა ნათელი მწვანე ფერით.