თორღვა ძაგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თორღვა ძაგანი — ლეგენდარული ხევსური გმირი სოფელი მუცოდან. მისი საგმირო საქმეები ასახულია ქართულ ფოლკლორში. გადმოცემით თორღვა ალექსანდრე ბატონიშვილის უკანონო ძე იყო, ბეჭებზე ჯვრის, მზისა და მთვარის გამოსახულება ჰქონდა. ხალხური ლექსის თანახმად, შვიდ წელს ნაავადარი თორღვა ფშაველი ჩოთას მჭვარტლიანმა ისარმა განგმირა. დ. გოგოჭურის (1977) აზრით, თორღვას ბაგრატიონობა ხალხური წარმოსახვის შედეგია და ის სინამდვილეში XIII საუკუნის მოღვაწის თორღვა პანკელის შვილი და ძაგანისძეთა სახლის წარმომადგენელი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]