თორღვას აბანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თორღვას აბანო — ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტი თელავის მუნიციპალიტეტში, ბულანჩოსწვერის მთის დასავლეთ კალთაზე . ზღვის დონიდან 1750 მ. თორღვას აბანოში ზომიერად ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი, ხანგრძლივი გრილი ზაფხული. ნალექები 1200-1600 მმ წელიწადში. ძირითად სამკურნალო ფაქტორია თერმული გოგირდწყალბადიანი, ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის. წყლის ტემპერატურაა 36,5°C, მინერალიზაცია 0,6 გ/ლ. გამოყენებული წყაროების საერთო დებიტია 353 ათ. ლ/დღ-ღ. სამედიცინო ჩვენება: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური ქრონიკული დაავადებანი. თორღვას აბანოში არის სააბაზანო შენობა და სამედიცინო პუნქტი. მკურნალობა ამბულატორიულია. სეზონი — ივნის-სექტემბერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]