თორნიკე ჯალაღონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თორნიკე ჯალაღონია
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 12 დეკემბერი, 1998(1998-12-12) (25 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველო
სიმაღლე 189 სმ
წონა 100 კგ
ინფორმაცია კლუბის შესახებ
კლუბი ბიარიცი
პოზიცია მღლეტელი
ეროვნული ნაკრები
ნაკრები 2015-2016 18 წლამდელთა
2017-2018 20 წლამდელთა
ნომერი 8
თამაში 23 (ყველა ფორმაციის ნაკრებში)
ქულა 25 (ყველა ფორმაციის ნაკრებში)
კარიერა
კლუბები გორის ჯიქი 2016-2018
ბიარიცი 2018-

თორნიკე ჯალაღონია (დ. 12 დეკემბერი 1998) — ქართველი მორაგბე. 2018 წლიდან თამაშობს ფრანგულ „ბიარიცში“ რვა ნომრის (მღლეტელის) პოზიციაზე. მანამდე 2016-2018 წლებში იყო „გორის ჯიქის“ მოთამაშე. 2015-2016 წლებში ითამაშა 18 წლამდელთა, ხოლო 2017-2018 წლებში 20 წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში.[1]

20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სარაგბო პორტალმა RugbyPass-მა ტურნირის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ტურნირის 15 საუკეთესო მოთამაშეს შორის თორნიკე ჯალაღონიაც მოხვდა.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]