თორნიკე ქურდაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თორნიკე ქურდაძე

თორნიკე ქურდაძე (დ. 8 ივლისი, 1968, თბილისი — გ. 16 ოქტომბერი, 1994, ცხინვალის რეგიონი) — აფხაზეთის ომის მონაწილე, მაშველთა კორპუსის ოპერატიული სამმართველოს უფროსი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოებული (1993 წელს ტამიშის ოპერაციის წარმატებით შესრულების გამო).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თორნიკე ქურდაძე დაიბადა 1968 წლის 8 ივლისს, ქალაქ თბილისში, მან დაამთავრა თბილისის 115 საჯარო სკოლა, სწავლობდა თბილისის მართვის ინსტიტუტში იურიდიულ ფაკულტეტზე, საქართველოში საომარი მოქმედებების დროს, 1992-1993 წლებში მონაწილეობდა ოჩამჩირეში განთავსებული  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 24 - ბრიგადის, შტაბის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში, ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის მეთაურის რანგში, 1993 წლის ივლისში ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან, "პიტომნიკის" ტერიტორიაზე ბლოკირებულ რუსული დესანტის განადგურების წარმატებით დასრულებისთვის, სახელმწიფო მეთაურის მიერ დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით. ომის შემდეგ დაინიშნა საქართველოს მაშველთა კორპუსის ოპერატიული სამართველოს უფროსად სადაც მუშაობდა გარდაცვალებამდე.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წლის  16-ოქტომბერს ქ. ცხინვალის შესასვლელთან მასზე ოსმმა სეპარატისტებმა განახორციელეს თავდასხმა მიიღო მრავლობითი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები გარდაიცვალა 17-ოქტომბერს 26 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში საბურთალოს-საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წლის სტატია გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკა"-დან თორნიკე ქურდაძის შესახებ