თორმანეული
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
თორმანეული — სოფელი საქართველოში. მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთის ფრონის ხეობაში. ზღვის დონიდან 870 მეტრი, ზნაურიდან 15 კილომეტრი.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელი მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-99 წლების აღწერაში.[1]1847 წლის მონაცემებით შედიოდა ყორნისის ხეობის სოფლებში და დასახლებული იყო ეთნიკური ოსებით.[2]1991 წლამდე შედიოდა ზნაურის რაიონის შემადგენლობაში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დე-ფაქტო აკონტროლებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული დაყოფით შედის ზნაურის რაიონში, ყორნისის თემში, ხარისჯინის სახელწოდებით, მოსახლეობა 114 ადამიანი.[3]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 694.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ იოანე ბაგრატიონი, „ქართლ-კახეთის აღწერა“ გვ. 42 — თბილისი 1986
- ↑ ტყავაშვილი მ. „სოფელ ყორნისის ისტორიიდან“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N12 გვ. 41 — თბილისი, „უნივერსალი“, 2014 ISSN 1512-3154
- ↑ Итоги всеобщей переписи населения Республики Южная Осетия 2015 года