თორის ქვაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თორის ქვაბული
კოორდინატები: 41°51′15″ ჩ. გ. 43°24′45″ ა. გ. / 41.85417° ჩ. გ. 43.41250° ა. გ. / 41.85417; 43.41250
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თორის ქვაბული — საქართველო
თორის ქვაბული
თორის ქვაბული — სამცხე-ჯავახეთის მხარე
თორის ქვაბული

თორის ქვაბული — მთიანი ქვაბული საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილში. მოიცავს მდინარეების გუჯარეთისწყლისა და ბორჯომულის (მტკვრის მარჯვენა შენაკადები) აუზებს. სამი მხრივ შემოსაზღვრულია თრიალეთის ქედის ტოტებით: ჩრდილოეთით — გვირგვინას ქედით, აღმოსავლეთით და სამხრეთით — ციხისჯვრის ქედებით, დასავლეთით კი ღიაა ბორჯომის ხეობისაკენ.[2]

ქვაბული დანაწევრებულია ბორჯომულის, გუჯარეთისწყლისა და მათი მრავალრიცხოვანი შენაკადების ხეობებით. დამახასიათებელია რელიეფის ტექტონიკურ-ეროზიული და ნაირგვარი ვულკანური ფორმები. მეოთხეული პერიოდის ვულკანურმა პროცესებმა არსებითი როლი შეასრულა ქვაბულის ბუნებაზე. თორის ქვაბულის სხვადასხვა სახის ყომრალი ნიადაგი მეტწილად ტყითაა დაფარული, ძირითადად მუქწიწვოვნებით (სოჭი, ნაძვი) და წიფლით.[2]

არის ნაძვნარ-ფიჭვნარი და ფიჭვნარ-ფოთლოვანი ტყეებიც, ზოგან — მარტო ფიჭვნარიც. გვირგვინასა და ციხისჯვრის ქედების თხემებზე სუბალპური მდელოებია. სუფთა ჰავა ბუნებრივი ტყეები, მინერალური წყლების სიუხვე, ლამაზი წყალსატევები განუმეორებელი თვალწარმტაცი ლანდშაფტი, თორის ქვაბულს მნიშვნელოვან ჯანმრთელობის კერად აქცევს.[2]

თორის ქვაბულის ფარგლებშია კახისის ტბა, წეროს ტბა, დაბაძველის ტბები, აქ მდებარეობს ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტები: ბორჯომი, ცემი, წაღვერი, ლიბანი, ბაკურიანი, ტბა და სხვა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 82.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 დავით უკლება, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 95.